“ჰაბლის” კოსმოსური პეიზაჟი: იუბილარი ტელესკოპის საუკეთესო ფოტოები

გაშვებიდან 30 წლის შემდეგაც “ჰაბლი” შორეული კოსმოსის საიდუმლოებებს გვიხსნის.

1990 წელს NASA-მ და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ, შორეული კოსმოსის შესასწავლად ტელესკოპი გაუშვა.

დედამიწის ატმოსფეროს გარეთ მყოფმა თანამგზავრმა შეძლო სინათლის, ჰაერისა და სხვა ფაქტორებით გამოწვეული გამრუდებების გარეშე გადაეღო ფოტოები.

მეცნიერების პროგნოზებით, მას 10 წელზე მეტ ხანს არ უნდა ემუშავა. მაგრამ გავიდა მთელი 30 წელი და “ჰაბლი” მუშაობს და ჩვენს გაოცებას აგრძელებს. მისი გამოგზავნილი ფოტოები დაეხმარნენ მეცნიერებს დაედგინათ სამყაროს ასაკი (13,8 მილიარდი წელი) და არსებობენ თუ არა შავი ხვრელები (დიახ, და ისინი საკმაოდ სახიფათოები არიან).

1995 წელს ასტრონომ ბობ უილიამსს აზრი მოუვიდა: რა მოხდება, რომ ტელესკოპი მიმართონ კოსმოსის იმ უბნისკენ, რომელიც ბნელი ლაქასავით ჩანს? შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა: იქ ათასობით გალაქტიკა არსებობს.

მეცნიერებმა შეისწავლეს 10 ათასი ვარსკვლავი, შექმნეს ეს გამოსახულება და გალაქტიკა ირმის ნახტომის ევოლუციას დააკვირდნენ. ჩვენი გალაქტიკა ყველაზე ახალგაზრდაა და მისგან გამოსული სინათლე ყველაზე კაშკაშაა. “ჰაბლი” ისევ მუშა მდგომარეობაშია აგრძელებს ფოტოგრაფირებას. ასტრონომები შიფრავენ მათ და ასეთ საოცარ გამოსახულებებს ადგენენ.

NASA “ჰაბლის” თვის ერთ-ერთ საუკეთესო ინიციატივად თვლის. ის დედამიწის გარშემო 547 კილომეტრის სიმაღლეზე ბრუნავს.

შემდეგ წელს NASA უფრო მგრძნობიარე ტელესკოპის – “ჯეიმს უების” გაშვებას გეგმავს, მაგრამ “ჰაბლის” მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. ერთად ეს ორი ტელესკოპი შეძლებს  სამყაროს უფრო ზუსტი პორტრეტის შედგენას.

1

2

3

4

5

6

7

8

Leave a comment

Your email address will not be published.


*