“ჰაბლმა” დააფიქსირა, როგორ იღუპებიან ორმაგი ვარსკვლავური ისტემები

ტელესკოპის ობიექტივში ორი უჩვეულო პლანეტარული ნისლეული მოხვდა.

სინამდვილეში, პლანეტარულ ნისლეულებს არანაირი კავშირი არ აქვთ პლანეტებთან და მხოლოდ ზედაპირული მსგავსების გამო ჰქვიათ ასე. ისინი ცენტრალური ვარსკვლავის ირგვლივ შემოხვეული იონიზირებული გაზის გარსს წარმოადგენენ, რომელიც წითელი გიგანტის ან ზეგიგანტის მიერ გამოტყორცნილი ზედა ფენებისგან წარმოიქმნება.

ჩვეულებრივ, პლანეტარულ ნისლეულებს მკაფიო კიდეებიანი მომრგვალებული ფორმა აქვთ. მაგრამ ბოლო წლებში ტელესკოპ “ჰაბლის” საშუალებით, ბევრ პლანეტარულ ნისლეულს რთული და თავისებური სტრუქტურა აღმოუჩინეს. “ჰაბლმა” დააფიქსირა ორი პლანეტარული ნისლეული: NGC 6302 – “პეპელა” და NGC 7027 – “მარგალიტის ხოჭო”.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ორივე ნისლეული ძალიან სწრაფად იშლება. ამას გარდა, ვარაუდობენ, რომ ორივე მათგანის ბირთვში ორ-ორი ვარსკვლავია, რომლებიც ერთმანეთის გარშემო ტრიალებენ. ეს პროცესი გიგანტურ მტვრის ღრუბლებს წარმოქმნიან, რომლებიც “ჰაბლის” გამოსახულბებზე ჩანს.

როცა ვარსკვლავები ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ, ერთი მათგანი მასას კარგავს და მას მეორე შთანთქავს. დროთა განმავლობაში უფრო მცირე მასის მქონე ვარსკვლავს მისი ენერგეტიკული ტყუპისცალი შთანთქავს. სწორედ ასეთმა ურთიერთქმედებამ წარმოშვა “პეპლის” ასეთი უცნაური ფორმა.

“ჰაბლის” ფართო მულტიტალღური წარმოდგენა მეცნიერებს ეხმარება, დააკვირდნენ ამ ობიექტების დარტყმითი ტალღების ისტორიას.

ასეთი დარტყმითი ტალღები, როგორც წესი, წარმოქმნებიან მაშინ, როცა ვარსკვლავური ქარების ახალი, სწრაფი ნაკადები ეჯახებიან ერთმანეთს და ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილი ყველა გაფართოებადი გაზი და მტვერი თან მიაქვთ. ამის შედეგად მკაფიო მოხაზულობის კედლებიანი ბუშტუკოვანი სივრცეები წარმოიქმნებიან.

NGC 6302 დედამწიდან 2500-3800 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს მორიელის თანავარსკვლავედში. NGC 7027 დედამიწიდან დაახლოებით 3000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს გედის თანავარსკვლავედში.00ae2669345a4d99b967597bd693edce.max-2000x1000

 cbc260dfe655440e9c7f2e4c53f8b586.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*