ჰენრი VIII-ს თავის ტვინის ტრავმული დაზიანება ჰქონდა

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ინგლისის მეფე ჰენრი VIII, რომელიც იყო ძალიან გაწონასწორებული და ჭკვიანი ახალგაზრდა ადამიანი, შესაძლებელია ჰქონოდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი ხანგრძლივი ჯანმრთელობისა და ქცევითი პრობლემები.

მუჰამედ ქაისერ იკრამის და ფაზალ ჰაკიმ სეიად იელის უნივერსიტეტებმა გაანალიზეს ჰენრის წერილები და სხვა ისტორიული მონაცემები მისი სამედიცინო ისტორიის შესახებ, სადაც ნათლად ჩანს მისი ავადმყოფობები.

როდესაც ის 30 წლის იყო, მიიღო მონაწილეობა რაინდთა ტურნირში, სადაც დაიჭრა თავის არეში. 1536 წელს ჰენრის ცხენი დაეცა და მეფე უგონოდ 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

“ისტორიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ 1536 წლის შემდეგ მისი ქცევები და მანერები მკვეთრად შეიცვალა” – განაცხადა არაშ სალარდინიმ პრეს–რელიზში.

სალარდინი და მისი გუნდი ამტკიცებს, რომ თავის ტვინის ტრავმული დაზიანება მეტყველებს ჰენრის მეხსიერების პრობლემებზე, ფეთქებად სიბრაზეზე, იმპულსების უკონტროლობაზე, თავის ტკივილზე, უძილობაზე და სავარაუდოდ იმპოტენციაზე. ამას გარდა, მას სხვა დაავადებებიც აწუხებდა: სიფილისი, დიაბეტი და კუშინგის სინდრომი.

archaeology.org-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*