ჰომეროსის “ოდისეის” თიხის ფირფიტა 17 საუკუნისაა

საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ცნობით, ჰომეროსის “ოდისეას” უძველესი ასლი აღმოაჩინეს. გერმანელმა და ბერძენმა არქეოლოგებმა სამწლიანი მუშაობის შემდეგ მას სამხრეთ საბერძნეთის უძველეს ქალაქ ოლიმპიაში მიაკვლიეს. ფირფიტა, რომელზეც ეპიკური პოემის ფრაგმენტებია, წინასწარი ინფორმაციით, ახ. წ. III საუკუნით თარიღდება. მასზე ყველა დროის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ნაწარმოების 13 სტროფია შემორჩენილი და ოცწლიანი მოგზაურობის შემდეგ, გმირი ოდისევსის მშობლიურ კუნძულ ითაკაზე დაბრუნების შესახებ მოგვითხრობს.

თუ მკვლევართა ვარაუდი დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ ქვის დაფაზე ამოტვიფრული ეპიკური პოემის ეს ჩანაწერი საბერძნეთში ამ დრომდე აღმოჩენილ ჩანაწერებს შორის ყველაზე ძველი იქნება.

ჰომეროსმა “ოდისეა” ძვ. წ. VIII საუკუნეში შექმნა. ნაწარმოები თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა. პოემის უძველესი ჩანაწერი კი ეგვიპტეში აღმოაჩინეს. პაპირუსზე დატანილი ტექსტი ძვ. წ. III საუკუნით თარიღდება.

“ოდისეა” პირველად XV საუკუნის ბოლოს დაიბეჭდა ძველბერძნულ ენაზე. პოემის ინგლისური თარგმანი კი 1616 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, “ოდისეამ” არაერთ ნაწარმოებზე მოახდინა გავლენა, ლიტერატურასა თუ კინემატოგრაფში. სწორედ ამ პოემიდან დამკვიდრდა სიტყვა “ოდისეა” მრავალ ენაში, გრძელი და დამქანცველი მოგზაურობის აღსანიშნავად.

კითხვას, რომელი საუკუნით თარიღდება ქვის ფირფიტა და არის თუ არა ის ჰომეროსის პოემის ერთ–ერთი უძველესი ჩანაწერი, პასუხი მალე გაეცემა.

h_54479564-e1531324380535

Leave a comment

Your email address will not be published.


*