ჰონდურასის ჯუნგლებში დაკარგული ცივილიზაცია

ჰონდურასის ჯუნგლებიდან დაბრუნებული ექსპედიციის წევრებმა განაცხადეს, რომ მეცნიერებისთვის მანამდე უცნობი ცივილიზაცია აღმოაჩინეს. მათ ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე ქალაქსახელმწიფოს ნანგრევებს მიაკვლიეს.

ჰონდურასის ლა–dt.common.streams.StreamServerმოსკიტის რეგიონში, რომელიც გაუვალი ჯუნგლებით არის დაფარული, მეცნიერებმა მიაკვლიეს და რუკაზე გადაიტანეს კედლები, მოედნები, ყორღანები და პირამიდა.

ნაგებობები ინდიელთა უცნობ ცივილიზაციას ეკუთვნოდა, რომელმაც აყვავების პერიოდს 1000–1400 წლებში მიაღწია.

არც ამ ცივილიზაციის შემქმნელთა შთამომავლებსა და არც მძარცველებს არასოდეს მიუღწევიათ ქალაქამდე, რომელიც გაუვალი მცენარეებით იყო დაფარული.

მეცნიერებმა 52 არტეფაქტი იპოვეს. მათ შორის ქვის სკამები, ფრესკები გველის გამოსახულებით, გრიფები და ადამიანი–იაგუარის თავი. როგორც ჩანს, ეს არის სკულპტურის ფრაგმენტი, რომელიც ასახავს შამანს გარდასახვის მდგომარეობაში.

მკვლევარებმა ყველა ნივთი დოკუმენტურად აღწერეს, მაგრამ ადგილზე დატოვეს. მძარცველებისაგან დასაცავად, ქალაქის ადგილმდებარეობა ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

white_city_were-jaguar

უცნობი ცივილიზაციის ერთ–ერთი სკულპტურული ნეშტი

ამ ქალაქის არსებობის შესახებ ჭორი ჯერ კიდევ XVI საუკუნის ესპანელი კონკისტადორების დროს გავრცელდა. ადგილობრივ ლეგენდებში მას მოიხსენიებდნენ, როგორც მაიმუნის ღმერთის ქალაქს.

ერნან კორტესი კი იმპერატორ კარლოს V–ისთვის გაგზავნილ წერილში მას ლეგენდარულ სიუდად ბლანკას, ანუ თეთრ ქალაქს უწოდებდა. კონკისტადორმა ადგილობრივებისგან იცოდა, რომ ტერიტორიაზე, სადაც ჰონდურასი მდებარეობს, იმალებოდა სახელმწიფო, რომელიც სიმდიდრით აცტეკებისას არ ჩამოუვარდებოდა.

თუმცა მისი ხელახლა აღმოჩენის ისტორია 2012 წლიდან იწყება, როცა ამერიკელი არქეოლოგებისა და კინემატოგრაფისტების ჯგუფმა ლაზერული ექოლოკატორის საშუალებით, ლა–მოსკიტის ჯუნგლებში სწორი ხაზები და მართკუთხედები დააფიქსირა. რაკი ბუნებაში მსგავსი გეომეტრია არ გვხვდება მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს ქალაქის ნანგრევები იყო და არც შემცდარან.

 

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*