NASA სატურნის ყველაზე დიდ და იდუმალ თანამგზავრზე, ტიტანზე “ჭრიჭინას” გაგზავნის

შვიდი წლის შემდეგ სატურნის თანამგზავრზე ხრახნულფრთებიანი საკლავი ზონდი გაემგზავრება.

ზონდს სახელად “ჭრიჭინა” დაარქვეს (Dragonfly). ეს არის ოთხი ორხრახნიანი როტორით აღჭურვილი საფრენი აპარატი. მისი წონა ტიტანზე 400 კილოგრამს შეადგენს, ხოლო სითბოს და ელექტროენერგიას ის რადიოზოტოპური გენერატორიდან მიიღებს. ორნახევარ წელიწადზე ცოტა მეტ დროში მულტიკოპტერმა 175 კილომეტრი უნდა გაიფრინოს და ტერიტორიის სხვადასხვა უბნები უნდა შეისწავლოს. პირველ ამოცანად დასახელებულია “შანგრი–ლას” დიუნები, სატურნის თანამგზავრის ეკვატორიალური უბნები.

“ჭრიჭინას” მთავარი ამოცანაა – სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანული ნივთიერებების მოძებნა. მეცნიერთა აზრით, თავისი ახლანდელი მდგომარეობით ტიტანი ძალიან ჰგავს დედამიწას, თავისი განვითარების ადრეულ სტადიებში.

ამიტომ, მისი შესწავლა დიდ წვლილს შეიტანს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობის პროცესების შესწავლასა და გაგებაში.

ზონდის ბორტზე ორი მოწყობილობა იქნება განთავსებული – მასა–სპექტრომეტრი, ასევე გამა–გამოსხივებისა და ნეიტრონული სპექტრომეტრები. ასევე არის სხვადასხვა დიაპაზონში მომუშავე კამერები, მეტეოროლოგიური სადგური და საინჟინრო მრიცხველების ბლოკი.

მისია პროგრამა “ახალი საზღვრების” ნაწილია, რომლის ფარგლებში უკვე გაშვებულია “ახალი ჰორიზონტები”, “იუნონა” იუპიტერისკენ და OSIRIS-REX, რომელიც დედამიწაზე ჩამოიტანს გრუნტს ასტეროიდიდან ბენუ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, “ჭრიჭინა” ისტორიაში პირველი მულტიკოპტერი იქნება სხვა ციურ სხეულზე. ასევე პირველი ზონდი იქნება, რომელიც მთელ სასარგებლო დატვირთვას ბორტზე აიტანს.

ტიტანი მზის სისტემაში ერთ–ერთი უდიდესი თანამგზავრია – ის მთვარეზე 2–ჯერ დიდია და 88%–ით მძიმეა მასზე. ამას გარდა, თავისი ფიზიკური ზომებით ის მერკურიზე დიდა, თუმცა მასით მასზე მცირეა.

მის ზედაპირზე ატმოსფერული წნევა 1,5–ჯერ დიდია, ვიდრე დედამიწაზე, ხოლო მიზიდულობის ძალა 7–ჯერ ნაკლებია. ეს საშუალებას იძლევა აპარატი ხანგრძლივი კვლევებისთვის გამოიყენონ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტიტანზე შეიძლება იყოს დედამიწის მეტაბოლიზმისგან რადიკალურად განსხვავებული პრიმიტიული მიკროორგანიზმები.

ტიტანი უკვე შეისწავლეს 1970–იანი წლების ბოლოს. მასთან ახლოს ჩაიფრინეს “პიონერ 11″–მა და “ვოიაჯერმა”, ხოლო 2004 წელს “კასინიმ” ზედაპირზე ზონდი “ჰიუგენსი” ჩამოაგდო.

“ჭრიჭინას” პროექტს ელიზაბეტ ტერტლის ხელმძღვანელობით, მოუწევს რთული ტექნიკური ამოცანის შესრულება: ტიტანზე მულტიკოპტერს ძალიან რთული პირობები ელოდება. ტემპერატურა –150 გრადუს ცელსიუსზე დაბლა ჩამოდის, ატმოსფეროში ძლიერი ქარებია და მოდის ნახშირწყალბადის როგორც თხევადი, ასევე მყარი ნალექები.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*