10 000 კვადრილიონი დოლარის ღირებულების ასტეროიდისკენ NASA-ს აპარატი გაფრინდება

დედამიწელები ამზადებენ ექსპედიციას ფსიქეასკენ, რომელიც ძვირფასი ლითონებისგან შედგება.

1852 წლის 17 მარტს იტალიელმა ასტრონომმა ანიბალე დე გასპარისმა ასტეროიდი აღმოაჩინა, რომელსაც ძველბერძნული მითოლოგიური ქალღმერთის, ფსიქეას სახელი დაარქვეს. მისმა შემდგომმა კვლევებმა სენსაციური შედეგები აჩვენა: ის რკინის, ნიკელის, პლატინის, სპილენძის და ოქროს რეკორდულად მაღალ რაოდენობას შეიცავს.

რკინა–ნიკელის ასტეროიდები ძალიან იშვიათია. ფსიქეა თავისი ზომებითაც გამორჩეულია – მისი დიამეტრი 226 კილომეტრია. მასზე მთელი ასტეროიდების სარტყელის მასის 1% მოდის.

რამდენიმე წლის წინ NASA-მ ასტეროიდისკენ დაგეგმილ ექსპედიციაზე გააკეთა განცხადება. პირველ რიგში მეცნიერებს ძვირფასი ლითონების დიდი კონცენტრაციის მიზეზები აინტერესებთ. სავარაუდოდ, ფსიქეა არდაბადებული პლანეტაა, რომლის შემადგენლობა დედამიწის და მარსის ბირთვის მსგავსია.

კოსმოსში მოგზაურობით შესაძლებელია ჩვენი პლანეტის სიღრმეების შესწავლა.

ფსიქეა მზისგან 3–ჯერ უფრო შორს არის, ვიდრე დედამიწა. დედამიწიდან მანძილის გავლას, წარმატებული სტარტის შემთხვევაში 2022 წელს, 4 წელიწადი დასჭირდება. ამის შემდეგ 20 თვეს აპარატი ციური სხეულის შესწავლას მოანდომებს.

ასტეროიდის სამრეწველო ათვისება პერსპექტიული სფეროა, რომლითაც ყველა კოსმოსური სახელმწიფოა დაინტერესებული.

განიხილება სამი ვარიანტი: მადნის აბოლება და გადამუშავების ადგილას მისი გადატანა, მადნის ადგილზე გადამუშავება და შემდგომ მისი გადატანა და ასტეროიდის გადაადგილება უსაფრთხო ორბიტაზე მთვარესა და დედამიწას შორის.

ფსიქეას უზარმაზარი ზომები და შორი მდებარეობა არც ერთი ვარიანტის განხორციელების საშუალებას არ იძლევა. მაგრამ სამეცნიერო ექსპედიციამ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო: სხვადასხვა შეფასებით, ასტეროიდის ყველა რესურსის ღირებულება 10–დან 70 კვინტილიონ დოლარამდეა. ეს საკმარისია, რომ ყველა დედამიწელი მილიარდელი გახდეს, მაგრამ ამასთან, მსოფლიო ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს – ის ჩამოიშლება. ამის მიუხედავად, სამთომომპოვებელი ინდუსტრიის წარმომადგენლები იმედს არ კარგავენ.

ყოველწლიურად მსოფლიო ბაზარზე 141,75 ტონა ოქრო გამოდის. მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რისი მოპოვებაც კოსმოსშია შესაძლებელი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*