12 აპრილი ავიაციისა და კოსმონავტიკის საერთაშორისო დღეა

1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კავშირის გმირი, მფრინავი და კოსმონავტი, პოლკოვნიკი იური ალექსანდრეს ძე გაგარინი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსური ხომალდ “ვოსტოკ I”-ით გაფრინდა კოსმოსში. მან 1 საათსა და 48 წუთში შემოუარა დედამიწას. გაფრენის წარმატების დასრულების შემდეგ გაგარინი სრულყოფდა თავის ოსტატობას, ასწავლიდა და ავარჯიშებდა კოსმონავტებს, ხელმძღვანელობდა კოსმოსური ხომალდების ფრენას, ამავე დროს ეწეოდა დიდ პოლიტიკურ მუშაობას. იგი იყო სსრკ VI-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1966 წლიდან გაგარინი გახდა ასტრონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი.

Gagarin_Capsule

“ვოსტოკ I”–ის კაფსულა

მას შემდეგ, რაც იგი პირველად გაფრინდა კოსმოსში 55 წელი გავიდა. ორბიტის პარამეტრები იყო: პერიგეა-169 კმ, აპოგეა-315 კმ, ორბიტის დახრა ეკვატორის მიმართ 64.95°. იმდროინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი (ისევე როგორც ყველა სხვა კოსმონავტი „ვოსხოდ-1“ გაფრენამდე) 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა.

12 აპრილი, როგორც ავიაციისა და კოსმონავტიკის საერთაშორისო დღე ძირითადად აღინიშნებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მაგრამ 2011 წლის 7 აპრილს გაერომ სპეციალურ პლენარულ სხდომაზე მიიღო რეზოლუცია 12 აპრილის “ადამიანის კოსმოსში გაფრენის დღედ”. რეზოლუციას მხარი 60–ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*