1,36 მილიონი წლის ტბა: რა იპოვეს მის ფსკერზე

ოხრიდის ტბა ყველაზე ძველია ევროპაში და ეს კლიმატური მონაცემების ნამდვილი საგანძურია.

ბაიკალის, ტანგანიკის და ოხრიდის მსგავსი ასაკის ტბა ძალიან ცოტაა მტკნარი წყლის ტბებს შორის.

ოხრიდის ტბა მაკედონიის და ალბანეთის საზღვარზე მდებარეობს. მკვლევარების ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტბის ასაკი 1,36 მილიონი წელია.

კვლევისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მეცნიერებმა ფსკერზე ჭაბურღილი გაბურღეს. ბურღის კოლონის სიგრძემ 568 მეტრს მიაღწია. ქანების მონაცემების ანალიზმა, ტბის არსებობის მანძილზე კლიმატური ცვლილებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია გამოავლინა.

“ჩვენ აღმოვაჩინეთ კავშირი აფრიკულ მუსონსა და ხმელთაშუა ზღვის ზამთრის ნალექებს შორის, ასევე ტროპიკულ კლიმატსა და ათასობით კილომეტრით დაშორებულ წვიმიან ნალექებს შორის” – განაცხადა ვულოგონგის ლაბორატორიის მეცნიერმა ალექსანდრე ფრანკემ.

“ყოველ ჯერზე, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის გამოსხივება ძლიერდება, ხდება ტროპიკული კლიმატური სისტემის მიგრაცია ჩრდილოეთისკენ და აღინიშნება ოხრიდის ტბაზე ზამთრის ნალექების ზრდა. ეს მექანიზმი მუშაობს მთელი 1,3 მილიონი წლის განმავლობაში” – დაამატა მან.

დოქტორმა ფრანკემ განმარტა, რომ მონაცემები საშუალებას იძლევა, ზუსტად გაიგონ თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება რეგიონზე. მაგრამ ის ცვლილებები, რომლებიც ადამიანის ქმედების გამოა გამოწვეული. მაგრამ ჯერ უცნობია, თუ რა გავლენას იქონიებს რეგიონზე ის ცვლილებები, რომლებიც ადამიანის ქმედებებით არის გამოწვეული.

“ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ავიღოთ ეს მონაცემები და ვთქვათ, რომ თუ მომავალში უფრო დათბება, ხმელთაშუა ზღვაში ასევე მოიმატებს ზამთრის ნალექები” – თქვა ფრანკემ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*