15 წლის მოსწავლის აღმოჩენამ უძველესი ცივილიზაციის სპეციალისტები გააკვირვა

რას შეიძლება მიაღწიო 15 წლის ასაკში? კანადელმა მოსწავლემ, უილიამ გედუორიმ უძველესი ცივილიზაციის სპეციალისტები გააოცა, როცა განაცხადა, რომ მაიას ქალაქი აღმოაჩინა. უილიამი კვებეკში სწავლობს, მექსიკის ჯუნგლებში მაიას ქალაქს კი მას შემდეგ მიაკვლია, რაც ვარსკვლავური რუკა და კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები ერთმანეთს შეადარა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს მაიას ცივილიზაციის სიდიდით მეოთხე ქალაქია. უილიამმა მას “კააკ ჩი”, ანუ “ცეცხლოვანი პირი” უწოდა.ინფორმაცია ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და ფართო გამოხმაურებაც მოჰყვა.

_89654119_9e099ede-446e-4eac-9338-45d0fe99ce34

უილიამ გედუორი

უილიამი მაიას ცივილიზაციით 2012 წელს დაინტერესდა. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ თითქოს მაიას კალენდარი სამყაროს აღსასრულს წინასწარმეტყველებდა. თავიდან ეს გატაცება იყო, შემდეგ კი სამეცნიერო კვლევაში გადაიზარდა. უილიამმა ივარაუდა, რომ მაიას ქალაქების განლაგება შესაძლოა მათ მიერვე შედგენილი ვარსკვლავური რუკების განლაგებას ემთხვეოდა. გააანალიზა 22 ვარსკვლავური რუკის ატლასი და შემდეგ იუკატანის ნახევარკუნძულის კოსმოსურ ფოტოებს შეადარა.

აღმოჩნდა, რომ მაიას 117 ცნობილი ქალაქი იმ წერტილში მდებარეობდა, სადაც ატლასში ვარსკვლავები იყო დატანილი. კაშკაშა ვარსკვლავების მდებარეობა რუკაზე კი დიდი ქალაქების მდებარეობას ემთხვეოდა.

c63444ec-9285-4b47-b98f-f60e7d517735

უილიამ გედუორის მიერ რუკაზე მითითებული ადგილი

შემდეგ უილიამმა კოსმოსურ ფოტოზე ოცდამესამე რუკა განათავსა და შეუსაბამობა შენიშნა: სამი ვარსკვლავიდან მხოლოდ ორი ემთხვეოდა ქალაქის ადგილმდებარეობას. მესამე ვარსკვლავი მექსიკასა და ბელიზის საზღვართან მიანიშნებდა, რომ აქ რაღაც იყო მონიშნული. თუმცა, გაუვალი ჯუნგლების გამო, კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზე შეუძლებელი იყო ვარაუდი, რა იმალებოდა მიწის ქვეშ.

მოსწავლის მიერ წარმოდგენილმა თეორიამ კანადის კოსმოსური სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონკურსზე პრიზი დაიმსახურა. მეტიც, სპეციალისტებმა უილიამისთვის კოსმოსიდან ახალი კანადური კარტოგრაფიული თანამგზავრის, RADARSAT-2–ის მიერ გადაღებული ფოტოების მიწოდება დაიწყეს.

mayan-668972

“კააკ ჩის” პირამიდის რეკონსტრუქცია

იმავდროულად, მოსწავლემ ინტერნეტის საშუალებით დეტალურად შეისწავლა ამ რაიონის 2005 წელს გადაღებული ფოტოები, როცა ძლიერმა ხანძარმა ჯუნგლების დიდი ფართობი გაანადგურა.

ამ მასალებით აღჭურვილმა უილიამმა, ნიუ–ბრანსვიკის უნივერსიტეტის პროფესორ არმან ლაროკუს მიმართა. ფოტოების შესწავლისა და ციფრული დამუშავების შემდეგ პროფესორმა დაადასტურა, რომ მოსწავლემ მაიას ცივილიზაციის ერთ–ერთი უდიდესი ქალაქი აღმოაჩინა – 30 ნაგებობითა და 86–მეტრიანი პირამიდით. ამის შემდეგ კანადის კოსმოსურმა სააგენტომ მოსწავლე უილიამ გედუორი წარჩინებულის სპეციალური მედლით დააჯილდოვა.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*