1500 დღემდე უცნობი პეტროგლიფი

არიზონაში, მთების კალთებზე, არქეოლოგებმა აქამდე უცნობი პეტროგლიფების ჯგუფი აღმოაჩინეს. მათ შორის არის წინარეისტორიული მზის კალენდარი. როგორც Western Dings-ი წერს, მზის კალენდარი 700–წლიან პერიოდს ასახავს.

მეცნიერებმა დღემდე უცნობი პეტროგლიფები ვუპატკის მონუმენტზე შენიშნეს, რომელიც არიზონაში, ქალაქ ფლაგსტაფის ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე უხვადაა ინდიელთა ტომის, სინაგუას ნაშთები.

მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც დევიდ პერსელა ხელმძღვანელობს, ამ ნახატების დოკუმენტირებაზე ახლაც მუშაობს. მიზანი არა მხოლოდ პეტროგლიფების შესწავლა და ასლების გადაღება, არამედ იქაურობის ფოტოგამოსახულებების ბიბლიოთეკის შექმნაა.

მეცნიერებმა პეტროგლიფებს სულ 229 კლდოვან უბანზე მიაკვლიეს. ზოგი უბანი რამდენიმე ათეულ პეტროგლიფს შეიცავს. ახალაღმოჩენილი გამოსახულებების საერთო რიცხვი 1500–ს აღწევს.

11-The-Light-Ray

Horseshoe-Mesa-solar-calendar

petroglyphs-at-Crack

Wupatki-National-Monument

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*