1500 წლის ვულკანური წყალი

მინერალური წყალი “ბორჯომი” საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდა. მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ და, როდის აღმოაჩინეს ეს ვულკანური წყალი, რომლის ასაკი 1500 წელია. National Geographic-ის ჯგუფი იმყოფებოდა საქართველოში, ბორჯომის ხეობაში. მათ მოინახულეს 125 წელზე მეტი ხნის წინ გახსნილი ჩამომსხმელი ქარხანა.

ბორჯომის სამკურნალო წყალზე მრავალი ლეგენდა დადის. ერთი მათგანი ირემზეა, რომელიც ხერსონის გრენადერთა პოლკის ჯარისკაცებმა დაჭრეს.

დაჭრილი ცხოველი ადამიანს დაემალა და გაიქცა იმ დროს უცნობი წყაროსკენ. მისმა წყალმა ირემი სრულიად განკურნა.

დიდგვაროვნები ბორჯომის ტერიტორიაზე საზაფხულო რეზიდენციებს იშენებდნენ და აქ დასასვენებლად და სამკურნალოდ ჩამოდიოდნენ. აქ სამკურნალო წყლით რომანოვების სამეფო ოჯახიც ტკბებოდა. ამას ადასტურებს ისტორიული ფოტოები (სერგეი პროკუდინ–გორსკი).

დღეს ბორჯომის ტერიტორიაზე ორი ჩამომსხმელი ქარხანაა. ერთი ჯერ კიდევ 1890 წელს გაიხსნა. პირველი შუშის ქარხანა კი 6 წლის შემდეგ გაიხსნა. მაშინ მუქი მწვანე ფერის თითოეული მინის ბოთლი ხელით ისხმებოდა, იბეჭდებოდა სურგუჩით და ჩალის დაწნულ კალათებში ეწყობოდა.

იმ დროიდან, როცა პირველილაბორატორიული კვლევა ჩატარდა, “ბორჯომის” შემადგენლობა არ იცვლება. გასული საუკუნის 80–იან წლებში წელიწადში 400 მილიონი ბოთლი იწარმოებოდა. ახლა გამოიყენება “ბორჯომის” მოპოვების დაზოგვის რეჟიმი (შესაძლოა მხოლოდ 60%)

National Geographic-ის ფოტოტურის მონაწილეებმა მოინახულეს ეს ქარხნები და რა თქმა უნდა ქალაქის ცენტრალურ პარკში მდებარე წყაროს მინერალური წყალიც დააგემოვნეს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*