2000 წლის დოლი კუნძულ ტიმორიდან

ბრინჯაოს დოლი, რომლის დიამეტრიც 1,03 მეტრია, სიმაღლე კი 78 სანტიმეტრი, 80 კილოგრამს იწონის. უძველეს საკრავს აღმოსავლეთ ტიმორის სიდიდით მეორე ქალაქ ბაუკაუში მშენებლობისას 2014 წელს მიაკვლიეს. თუმცა აღმოჩენის შესახებ მაშინ განაცხადეს, როცა არქეოლოგებმა დოლის ყველა წინასწარი გამოკვლევა დაასრულეს. დოლის ზედაპირზე ბაყაყის ოთხი მინისკულპტურაა. მათ შორის, ცენტრში კი 12–ქიმიანი ვარსკვლავის გრავიურა.

vnp_trongdong2_1ოლი ლონგშონს (განვითარებული ბრინჯაოს ხანის კულტურა ძვ. წ. VI-I სს. ჩრდილოეთ ვიეტნამის ტერიტორიაზე) მიეკუთვნება. ბრინჯაოს დოლები ამ კულტურის დამახასიათებელი ნაკეთობები იყო და ახლა მათ ინდონეზიის მრავალ კუნძულზე პოულობენ, რომელთაც ძველად დონგშონის კულტურასთან ჰქონდათ კავშირი.

ასეთი დოლებიდან ყველაზე დიდი, “პეჯენგის მთვარე”, ბალის კუნძულზე ერთ–ერთ ტაძარში ინახება. მისი სიმაღლე 186,6 სანტიმეტრია, დიამეტრი კი 160 სანტიმეტრი. ადგილობრივი თქმულების მიხედვით, დოლი ოდესღაც საზიდარის ბორბალი იყო, რომლითაც ცაზე მთვარე მოგზაურობდა.

აღმოსავლეთ ტიმორის ხელოვნებისა და კულტურის დეპარტამენტის არქეოლოგი ნუნო ვასკო ოლივეირა ამბობს, რომ ბაუკაუში ნაპოვნი ბრინჯაოს დოლი, სულ მცირე 2000 წლისაა.

ლითონის ნიმუშები უფრო დეტალური კვლევისთვის საფრანგეთში გაიგზავნა, ხოლო აღმოსავლეთ ტიმორის არქეოლოგები დოლის აღმოჩენის ადგილას გათხრებს გეგმავენ.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*