240 მეტრი ბაგირზე წითელი ტბის თავზე: ვიდეო

ხორვატიის პოპულარულ ღირსშესანიშნაობებს შორის არის წითელი ტბა დალმაციის რეგიონში. ტურისტები აქ არა მარტო ლამაზი პეიზაჟებისთვის ჩამოდიან, არამედ ექსტრემალური სპორტისთვისაც.

სამხრეთ ხორვატიაში ქალაქ იმოტსკთან ახლოს მტკნარი წყლის კარსტული წითელი ტბა მდებარეობს. ის მიწისქვეშა მღვიმის ჩამონგრევის შედეგად წარმოშობილ ღრმა კარსტულ ძაბრში მდებარეობს. ტბის ფსკერიდან გარშემოკრული კლდეების წვერებამდე მანძილი 530 მეტრია. წყალსატევს ნალექები და მიწისქვეშა წყაროები კვებავენ. მისი ყველაზე მაღალი დონე 275 მეტრი, მარტში და აპრილშია.

ზურმუხტისფერ–ლურჯი წყლით სავსე ტბამ სახელი გარშემო კლდეების ფერის გამო მიიღო. ეს დალმაციის რეგიონის სტუმრების ყველაზე პოპულარული ადგილია. სილამაზის გარდა ექსტრემალები აქ მისი დაპყრობის სხვადასხვა ხერხებს იკვლევენ.

მაისში ფრანგი ექსტრემალი მის ფსკერზე ჩავიდა, შემდეგ ავსტრიელმა სლეკლაინის ოსტატებმა ფეხშიშველმა ბაგირზე გაიარეს ტბიდან 290 მეტრის სიმაღლეზე.

ექსტრემალები პოლიესტერის ლენტზე მხოლოდ კი არ მიდიოდნენ, არამედ სხვადასხვა ტრიუკებს თვალებახვეულები აკეთებდნენ.

ერთ–ერთმა სპორტსმენმა თქვა, რომ მათი ჯგუფი მთელს მსოფლიოში აკეთებდნენ მსგავს გადასვლებს. მაგრამ დალმაციაში მათ სიმაღლის რეკორდი დაამყარეს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*