ტყის გიგანტი

სეკვოიას ეროვნულ პარკში ოდნავ დაქანებულ ფერდობზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2100 მეტრზე, სიერა ნევადის ქედის სამხრეთ ნაწილში ილანდება უზარმაზარი ხე. მისი ჟანგისფერ–წითელი ტანი ღრმად დაღარული ქერქის ფენებითაა გასქელებული, ძირში 8 მ დიამეტრისაა. ხის კენწეროს დანახვას თუ ეცდები ან ვარჯის ფორმა დაგაინტერესებს, კისერს იტკენ. ეს ხე იმდენად დიდია, რომ მთლიანობაში მისი დანახვა თითქმის შეუძლებელია. 90 წლის წინ ხეს “პრეზიდენტი” შეარქვეს. ეს გიგანტური სეკვოიაა, Sequoiadendron giganteum-ის წარმომადგენელი. იგი ერთ–ერთია სეკვოიის გვარის რამდენიმე გადარჩენილი სახეობიდან.

ის არაა ყველაზე მაღალი ხედედამიწაზე, სიმაღლით მეორეა. ჰუმბოლდტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერის – სტივ სილეტისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი რიგით მეორეაიმ დიდ ხეებს შორის, რომლებიც ოდესმე გაუზომავთ – სილეტის ჯგუფს კი მრავალი ასეთი ხე აქვს გაზომილი. არც ისეთი მაღალია, როგFeatured imageორც სეკვოიების ზოგიერთი სხვა სახეობა (მაგ. წითელი სეკვოია) ან თუნდაც ევკალიპტი (Eucalyptus regnans) ავსტრალიაში; მაგრამ გაცილებით მასიურია, ვიდრე წითელი სეკვოია ან ევკალიპტი. პრეზიდენტის მეხისგან დაზიანებული მკვდარი კენწერო 75 მეტრზეა ატოტილი და ზუსტად თბილისის “რედისონ ბლუ ივერიას” სიმაღლისაა. ხის შუა ნაწილიდან იდაყვში მოხრილი მკლავივით ოთხი ვეებერთელა ტოტი გამოდის (თითოეული მათგანის ზომა დიდ ხეს არ ჩამოუვარდება) და სქელ ვარჯს ქმნის. მართალია, სიდიდით მისი ტანი უდიდეს გიგანტს – გენერალ შერმანს ვერ შეედრება, მაგრამ მისი ვარჯი გენერლისაზე უფრო სრულია. პრეზიდენტს დაახლოებით 2 მილიარდი წიწვი აქვს.

ხეები მაღლები და ფართოვარჯიანები იზრდება, რაც მათ კონკურენტუნარიანს ხდის სხვა ხეებთან მიმართებით. ისინი სიმაღლეში იზFeatured imageრდებიან და გრძელი ტოტები უვითარდებათ, რათა უფრო მეტი სინათლე და წყალი შთანთქან. ხე არასდროს წყვეტს სიგრძე–სიგანეში ზრდას, მისი მერქნის მასა მუდმივად იმატებს და სხეულიც სულ უფრო მტკიცე ხდება. ვინაიდან ხისთვის მუდმივი აუცილებლობაა მიიღოს რესურსები ჰაერიდან და ნიადაგიდან და ამისთვის საკმარისი დროც აქვს, შეიძლება უზარმაზარი გახდეს და კვლავაც გააგრძელოს ზრდა. გიგანტური სეკვოიები იმიტომაა გიგანტური, რომ ისინი ძალიან, ძალიან დიდი ხნისაა.

სეკვოიბეი ასე ასაკოვანნი იმიტომ არიან, რომ ყველა გამანადგურებელ საფრთხეს გადაურჩნენ. ამ მტკიცე ხეებს ქარი ვერ ერევა. ხის გულგული და ქერქი ტანინიანი მჟავითა და სხვა ქიმიური ნივთიერებებითაა გაჟღენთილი, რაც მას სოკოვანი ლპობისგან იცავს. მერქნის მხვრეტელი ხოჭოები ბევრს ვერაფერს აკლებენ. ხის სქელი ქერქი ცეცხლგამძლეა. ხანძარი ტყის ქვედა იარუსებში, ფაქტობრივად, კარგიცაა სეკვოიის პოპულაციისთვის. ის მის კონკურენტებს ანადგურებს, სეკვოიის გირჩების გახსნას უწყობს ხელს და სეკვოიის აღმონაცენს მზის სინათლეზე და ფერფლის აკვანში კარგად განვითარების საშუალებას აძლევს. ელვა დიდ ზრდასრულ მცენარეებს აზიანებს, მაგრამ, ჩვეულებრივ, არ კლავს მათ. ასე რომ, სეკვოიები ათასწლეულების განმავლობაში იზრდებიან და სულ უფრო დიდდებიან.

სხვა ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ბოლო მოუღოს დიდი ხეების სიცოცხლეს, რა თქმა უნდა, ხის მასალის დასამზადებლად მისი გაჩეხვაა. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში ბევრი გიგანტური სეკვოია ცულის მსხვერპლი გახდა. მაგრამ ამ ბებერი გიგანტების მერქანი იმდენად მყიფეFeatured imageიყო, რომ ხის მასალად არ ვარგოდა. მისგან ფირფიცრებს, ღობისა და ვაზის სარებს და სხვა უმნიშვნელო ნივთებს ამზადებდნენ. 1980 წელს სეკვოიას ეროვნული პარკი დაარსდა და საავტომობილო ტურიზმმა მალე გამოავლინა, რომ ცოცხალი გიგანტური სეკვოიები უფრო ფასეულია.

ეროვნულიFeatured imageპარკების სამსახურის ნებართვითა და ხელშეწყობით, მათ მთელ სიმაღლეზე გაზომეს პრეზიდენტი. ეს იყო ორივე სახეობის (გიგანტური სეკვოიასა და წითელი სეკვოიას) მასშტაბური კვლევის და მონიტორინგის ხანგრძლივი პროექტის – “სეკვოიებისა და კლიმატის ცვლილების ინიციატივის” ნაწილი. სილეტის ჯგუფმა პრეზიდენტის ვარჯზე ტროსი დაამაგრა, ხეებსა და ტოტებზე საცოცავი თოკები გადაჭიმეს (და სპეციალური დამცავებით მიამაგრეს, რომ მცენარის კამბიუმი არ დაზიანებულიყო), უსაფრთხოების ქამრები და ჩაფხუტები მოირგეს და ხეზე ავიდნენ. მათ გაზომეს ხიFeatured imageს ტანი სხვადასხვა სიმაღლეზე; გაზომეს ტოტები და კოჟრები; დათვალეს გირჩები; სტერილური ბურღით მერქნის სინჯები აიღეს. შემდეგ მონაცემები შეიყვანეს კომპიუტერულ პროგრამაში, რომელშიც უკვე არსებობდა მანამდე გაზომილი სხვა გიგანტური სეკვოიების შესახებ მონაცემები. მათ გამოთვალეს, რომ პრეზიდენტი სულ მცირე 1530 კუბურ მეტრ მერქანსა და ქერქს შეიცავს; დაადგინეს, რომ ეს ბებერი მხეცი დაახლოებით 3200 წლის ასაკშიც სწრაფად იზრდება. ის ისევ დიდი რაოდენობით შთანთქავს ნახშიროჟანგს და წარმოქმნის ცელულოზას, ჰემიცელულოზას და ლიგნინს ზრდის პერიოდის განმავლობაში, რაც ექვსთვიანი სიცივისა და თოვლიანობის დროს შეწყდება. ეს არც ისე ცუდია მოხუცებულისათვის.

Leave a comment

Your email address will not be published.


*