3000 წლის წინანდელი “ფრანკენშტეინები”

უცნაური შედეგით დასრულდა კვლევა, რომელსაც ბრიტანელი მეცნიერები შოტლანდიის სანაპიროსთან ერთ–ერთ კუნძულზე აღმოჩენილ რამდენიმე მუმიის სხეულზე აწარმოებდნენ. მკვლევარებმა ქალისა და მამაკაცის მუმიების ჩონჩხების შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ ორივე მათგანი რამდენიმე ადამიანის სხეულის ნაწილებისგან შედგება. ამის დაზუსტება დნმ–ის ანალიზის შედეგად მოხერხდა.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მუმიფიცირებული სხეულები სხვადასხვა დროს “ააწყვეს”. მამაკაცისა ძვ. წ. 1440–1260 წლებში, ქალისა – ძვ. წ. 1310–1130 წლებში.

მკვლევართა ვარაუდით, მუმიფიცირებული სხეულების რეკომბინაცია არა შემთხვევით, არამედ მიზანმიმართულად მოხდა. ფიქრობენ, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილის “გადანერგვა” რიტუალის ნაწილი იყო, რომლის მიზანს რამდენიმე გვარის გაერთიანება წარმოადგენდა. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ წინაპართა ნაწილები მიწის ფლობის უფლების ერთგვარ დასტურს წარმოადგენდა.

56100.ngsversion.1421961336495.adapt.768.1

ეს ჩონჩხი სხვადასხვა ადამიანის ნაწილებისგან ხელოვნურად არის შედგენილი

გამოკვლევის ავტორები წერენ, რომ რადიოკარბონული ანალიზის წყალობით გაირკვა კიდევ ერთი დეტალი: მუმიფიცირებიდან იმ ადგილას დაკრძალვამდე, სადაც გარდაცვლილთა სამარხებს მიაკვლიეს, 600 წელი გავიდა.

მუმია ფრანკენშტეინებს არქეოლოგებმა 3000 წლის მასიური ნაგებობის ფუნდამენტში 2001 წელს მიაკვლიეს.

არქეოლოგები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან კორექტივს შეიტანს წარმოდგენაში, თუ როგორ ეპყრობოდნენ ბრიტანეთის კუნძულების უძველესი ბინადრები მიცვალებულებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*