7000 წლის ეგვიპტურმა ქალაქმა მეცნიერები გააოცა

ეგვიპტეში, სუჰაგის პროვინციაში, უძველესი ქალაქი არმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, 7000 წლისაა. არქეოლოგიური გათხრების ადგილას აღმოჩენილია შენობები, სხვადასხვა სახის ინსტრუმენტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე სამარხები.

Pharaoh_Seti_I_-_His_mummy_-_by_Emil_Brugsch_(1842-1930)

ფარაონ სეთი I-ის მუმიფიცირებული თავი

უძველესი საცხოვრებელი ქალაქი, რომელიც ძვ. წ. 5316 წლით თარიღდება, უკვე გამოცხადდა უმნიშვნელოვანესად ძველი ეგვიპტის ადრეული დინასტიის პერიოდის არქეოლოგიურ საიტებს შორის.

ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს მეცნიერთა ჯგუფმა უძველესი ქოხებისა და სამარხების ნაშთებს ფარაონ სეთი I–ის (ძვ. წ. 1290–1279 წწ.) სამგლოვიარო ტაძრის სამხრეთით, დაახლოებით 400 მეტრში მიაკვლიეს.

სეთი I-ის ტაძარი ძველი ეგვიპტის ერთ–ერთ უძველეს ქალაქში, ზემო ეგვიპტის ისტორიულ დედაქალაქ აბიდოსში მდებარეობს. ახალაღმოჩენილი საცხოვრებლები და 15 სამარხი შესაძლოა სწორედ ამ ქალაქის შემადგენელი ნაწილი ან ცალკე სოფელი ყოფილიყო, რომელიც შემდეგ აბიდოსმა შთანთქა.

“ეს აღმოჩენა ნათელს მოჰფენს აბიდოსის ისტორიის მრავალ დეტალს”, – ამბობს ეგვიპტის სიძველეთა მინისტრი მაჰმუდ აფიფი.

სპეციალისტთა აზრით, აღმოჩენილი სამარხების სიდიდე მიუთითებს, რომ აქ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები დაკრძალეს. ქალაქში კი მარალი თანამდებობის პირები და სამარხების აღმშენებლები ცხოვრობდნენ.

“სასაფლაოზე აღმოჩენილ სამარხთა ზომა ზოგიერთ შემთხვევაში, პირველი დინასტიის სამეფო სამარხებისას აღემატება, რაც მეტყველებს დაკრძალულ ადამიანთა მნიშვნელობასა და სოციალურ კლასზე”, – ვკითხულობთ ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ვებგვერდზე. გათხრებისას არქეოლოგებმა ასევე მიაკვლიეს რკინის იარაღებსა და კერამიკულ ნივთებს. კვლევის თანახმად, მათ სამეფო სამარხების მშენებლობაზე დასაქმებულები იყენებდნენ.

სასაფლაო შედგება 15 მასტაბასგან (ძველეგვიპტური მართკუთხა სამარხი დამრეცი კედლებითა და ბრტყელი იატაკით). ექსპედიციის წევრის, იასირ მაჰმუდ ჰუსეინის თქმით, ეს მასტაბები ყველაზე ძველია მათ შორის, რომლებიც აქამდე აღმოუჩენიათ – გაცილებით ძველი, ვიდრე საკარას სამარხი, რომელიც ქალაქ მემფისის აკროპოლისის როლს ასრულებდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*