40 შტორმი ერთ ვიდეოში

NASA–ს სპეციალისტებმა 2015 წლის განმავლობაში მომხდარი უძლიერესი 40 შტორმი 2 წუთიან ვიდეოში გააერთიანეს.

მცირე ფილმი მოვლენების ეპიცენტრებიდან და თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოების საშუალებით შეიქმნა. ის “ნალექების გლობალური გაზომვის” მისიის ფარგლებში განხორციელდა.

ამინდის მოვლენები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის განლაგებული. იანვარში ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე შტორმით დაწყებული და დეკემბერში წყნარ ოკეანეში მძვინვარე ტროპიკული ციკლით დამთავრებული.

“ნალექების გლობალური გაზომვების” მისია საერთაშორისო თანამგზავრების ქსელია. ის აგროვებს ინფორმაციებს თოვლზე და წვიმაზე. ფოტოები ყოველ სამ საათში კეთდება მთელი პლანეტის მასშტაბით. NASA-ს და იაპონური სააგენტოს პროექტს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უჭერს მხარს.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*