5 საინტერესო ფაქტი პინგვინების შესახებ

20 იანვარს აღინიშნება პინგვინთა დაცვის საერთაშორისო დღე. აქ მოყვანილია 5 საინტერესო ფაქტი ამ საყვარელ შავ–თეთრ ფრინველთა შესახებ.

1. პინგვინებს შეუძლიათ მარილიანი წყლის დალევა. მათ აქვთ სპეციალიზირებული ცხვირის ჯირკვლები, რომლებსაც შეუძლიათ ჭარბი მარილის გაფილტვრა სისხლძარღვებში. ამის გამო ისინი თავიდან იცილებენ ჰიპერტენზიას.

2. პინგვინების ცურვის სიჩქარე 36 კმ/სთ–მდე აღწევს, ხოლო, როდესაც ისინი შეშინებულნი არიან და რაიმესგან თავის დაღწევას ცდილობენ, 20 მეტრამდე ჩაყვინთვას ახერხებენ, სადაც 80 წუთამდე ძლებენ.

3. გალაპაგოსის პინგვინების რაოდენობა 15 000–მდეა შემორჩენილი. ეს პინგვინების უიშვიათესი სახეობაა.

4. უძველესი პინგვინი დედამიწაზე 66 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც პლანეტაზე დინოზავრები ბინადრობდნენ. ამ პრეისტორიულ პინგვინებსაც თანამედროვე ნათესავების მსგავსად არ შეეძლოთ ფრენა.

5. მსოფლიოში უდიდესი პინგვინთა კოლონია სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზეა. აქ პინგვინთა რიცხვი 2 მილიონს აღწევს.

discovery.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*