500 წლის წინანდელი ბზის ჩუქურთმების საიდუმლო

ბზისგან XVI საუკუნეში დამზადებული მინიატურები ყველას ატყვევებენ სილამაზით და გასაოცარი ორნამენტებით. მათი დამზადების წესი ხელოვნების ისტორიის ერთ–ერთი დიდი საიდუმლოა. თითქმის ხუთი საუკუნის ნიმუშებს ახალი ტექნოლოგიებით იკვლევენ.

თუკი დასავლეთევროპული ქრისტიანული ხელოვნებით დაინტერესებული ხართ, მაშინ აუცილებლად გადააწყდებოდით ბზისგან დამზადებულ მინიატურულ, მოჩუქურთმებულ ნამუშევრებს, რომელთაგან ზოგი ხელის გულზეც კი ეტევა. ეს მინიატურები, რომელთაც ფლანდრიასა და ნიდერლანდებში მხოლოდ 30 წლის განმავლობაში, 1500–1530 წლებში ქმნიდნენ, ძალიან ძვირად ფასობს. ასეთ ძვირფას ნამუშევრებზე მოთხოვნა კი ევროპაში მოვაჭრეთა ახალი ფენის წარმოშობასთან ერთად გაჩნდა.

ხელოვნების ისტორიკოსთა თქმით ბზის პატარა ნაკეთობების ფლობა ევროპის მაღალი კლასის წარმომადგენელთა პრივილეგია იყო. ისეთებისა, როგორიცაა ინგლისის მეფე ჰენრი VIII და მისი პირველი ცოლი კეტრინ არაგონელი, საღვთო რომის იმპერატორი კარლ VI და ალბერტ V ბავარიელი. თუმცა, ეკლესიის რეფორმებთან ერთად, ეს მინიატურული საეკლესიო ნაკეთობები, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, მოდიდან გადავიდა. ხელოვნების ამ გასაოცარ შედევრთა დამზადების წესი მრავალი საუკუნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა.

დღეს ბზის ხისგან დამზადებული მინიატურული ნივთებიდან სულ 14–მდე ნიმუშია შემორჩენილი. ბზის მერქანი სხვა ხესთან შედარებით ბევრად უფრო რბილია და ლაქით დაფერვის შემდეგ, გაცილებით ლამაზიც. ჩუქურთმების იუველირის სიზუსტით კვეთდნენ, თითქმის ისე, როგორც დღეს ბრილიანტზე მომუშავე თანამედროვე ოსტატები.

მინიატურების დასამზადებლად გამოყენებული ტექნიკის კვლევა, შეუაიარაღებელი თვალით შეუძლებელი იყო. ეს პრობლემა XXI საუკუნის ახალმა ტექნოლოგიებმა მოაგვარა. ბზის გოთიკური ნაკეთობების შემსწავლელ მკვლევართა ჯგუფთან ალექსანდრა სუდა ხუთ წელიწადს თანამშრომლობდაago.35987 და ერთ–ერთი ხელმძღვანელიც იყო. ჯგუფში “მეტროპოლიტენმუზეუმისა” და “ნასას” კვლევითი ცენტრის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული. სამეცნიერო ჯგუფმა 30 ნამუშევარი შეისწავლა, თითოეული ჩუქურთმა უახლესი 3D პროგრამის მეშვეობით გააანალიზა, თუმცა მინიატურების დამზადების ტექნიკის შესახებ ჯერ მხოლოდ ექსპერტთა წინასწარი დასკვნები არსებობს.

ნამუშევრებს არ ახლავს ოსტატთა სახელები. აქამდე სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ისინი ნიდერლანდსა და ფლანდრიაში ექვს სხვადასხვა სახელოსნოში იყო დამზადებული და თითოეული სახელოსნო მინიატურის დამზადებას ოთხიდან ხუთ წლამდე ანდომებდა. მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ისინი ერთი ოსტატის ნახელავია, რომელსაც შესაძლოა რამდენიმე დამხმარე ჰყავდა.

ალექსანდრა სუდა ვარაუდობს, რომ “ოსტატის გარდაცვალებასთან ერთად დაიკარგა მისი დამზადების წესიც”. მკვლევარის განცხადებით, ოსტატი, ვინც ეს ნამუშევრები შექმნა, მართლაც გენიოსი იყო, რადგანი მისი შედევრები დღემდე აოცებენ მნახველს.

altarpiece-met-gregory

Leave a comment

Your email address will not be published.


*