შექსპირის უცნობი “პირველი ფოლიანტი” საფრანგეთში აღმოჩნდა

Featured image

საფრანგეთის ჩრდილოეთში, ქალაქ სენ ომერის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები ინგლისურენოვანი ლიტერატურის გამოფენისთვის ემზადებოდნენ. ამ დროს თაროზე ძველ წიგნს გადააწყდნენ, რომელიც, მათი აზრით, არაფრით იყო გამორჩეული. მას აკლდა პირველი გვერდი, კატალოგი და სესავალი ნაწილი. ძველი წიგნით განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ბიბლიოთეკის შუა საუკუნეების განყოფილების დირექტორმა, რემი კორდონიერმა გამოთქვა ეჭვი, რომ ეს შესაძლოა შექსპირის პიესების პირველი გამოცემა ყოფილიყო.

“პირველი ფოლიანტი” მწერლის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ, 1623 წელს დაიბეჭდა 800 ეგზემპლარად. ამიტომ სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ძველი ნაწარმოებების, მათ შორის “მაკბეტის” შექსპირისეული სახე ამ გამოცემაში ყველაზე უკეთ შემოინახა. მეგობრებისა და კოლეგების, მსახიობების ჯონ ჰემინგესისა და ჰენრი კონდელის მიერ რედაქტირებულ კრებFeatured imageულში შექსპირის 38 პიესიდან 36 შევიდა. მათ ხელი მიუწვდებოდათ ნაწარმოებების არა მხოლოდ ადრეულ ვარიანტებზე, არამედ ავტორისეულ შენიშვნებსა და პირველწყაროთა ცნობებზე.

წიგნში ხელნაწერი შენიშვნებიცაა, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს მეტი სეიტყონ იმის შესახებ, თუ როგორ დგამდნენ პიესებს შექსპირის თანამედროვეები.

ბევრი თეატრალური კომპანია, პიესის დადგმისას, თანამედროვე ინტერპრეტაციებს სწორედ ამ კრებულში დაცულ ვერსიას ამჯობინებს. თუმცა, შექსპირის პიესების პირველი ავტორიტეტული და ყველაზე სრულყოფილი კრებულის ორიგინალი იშვიათობაა. სენ ომერის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ “პირველ ფოლიანტამდე” მსოფლიოში მისი სულ 232 ეგზემპლარი იყო შემორჩენილი. მათგან ერთი, 2006 წელს “სოთბის” აუქციონზე 5,2 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ცნობილი ბრიტანელი დრამატურგის პიესების წიგნს საფრანგეთში მიაკვლიეს. მანამდე ის საფრანგეთის ქალაქ დუეშიც აღმოჩნდა. შექსპირის შემოქმედების მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს კათოლიკურ ეკლესიასთან ბრიტანელი ავტორის მჭიდრო კავშირზე მიუთითებს.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*