7 000 მკვდარი 7 წუთში

1945 წლის 16 აპრილს მოხდა მსოფლიო ისტორიაში ერთ–ერთი მსხვილი კატასტროფა ზღვაში – საბჭოთა წყალქვეშა ნავმა ტორპედოებით ჩაძირა გერმანული გემი “გოია”, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 7 ათასი ადამიანი.

ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროიდან ზღვაში ომი გამოირჩეოდა უკომპრომისობით და სისასტიკით. მაშინ გერმანია ეწეოდა “შეუზღუდავ წყალქვეშა ომს” და ჰააგის და ჟენევის კონვენციის მიუხედავად, ძირავდა ყველა გემს. არც მეორე მსოფლიო ომის დროს შეცვლილა სიტუაცია. თუმცა მაშინ უკვე გერმანელებს ომის სხვა მონაწილეებიც პასუხობდნენ. საბჭოთა გემმა ალექსანდრე მარინესკოს მეთაურობით, ჩაძირა საკრუიზო ლაინერი “ვილჰელმ ჰუსტლოფი”, რომელზეც მეომრები და ლტოლვილები იმყოფებოდნენ.

თუკი ამ თავდასმის მსხვერპლთა რიცხვზე დღემდე მიდის დავა, გერმანული სატრანსპორტო გემ “გოიას” მსხვერპლთა რიცხვი ცნობილია. დაიღუპა დაახლოებით 7 ათასი ადამიანი.

სატვირთო გემი “ფრანსისკო დე გოია” 1940 წელს აიგო ნორვეგიაში. მას სახელი დიდი ესპანელი მხატვრის პატივსაცემად დაერქვა და ორი წელი იმუშავა, სანამ მესამე რეისმა მისი რეკვიზირება არ მოახერხა. თავდაპირველად ნაცისტები მას იყენებდნენ წყალქვეშა ნავების დამხმარე ტრანსპორტად. გემის წყალწყვა შეადგენდა 5430 ბრუტო–რეგისტრულ ტონას. 1943 წელს შეეცადნენ მისგან კრიგსმარინის (გერმანიის საზღვაო საბრძოლო ძალები) მცურავი ბაზის გაკეთებას, მაგრამ არაკომფორტულობის გამო ეს იდეა გადაიფიქრეს. ამიტომ გემი ლიტვის ქალაქ კლაიპედაში გადაიყვანეს და ნაცისტი წყალქვეშა მებრძოლები მას საწვრთნელ გემად იყენებდნენ.

ასე გაგრძელდა 1945 წლამდე. “გოია” მხოლოდ წლის დასაწყისში გაიხსენეს, როცა საჭირო გახდა აღმოსავლეთ პრუსიიდან გერმანელი მოქალაქეების ევაკუირება საბჭოთა არმიის შეტევების გამო.

ამ ოპერაციას “ჰანიბალი” ეწოდა. “გოიას” გარდა მასში რამდენიმე ხომალდი მონაწილეობდა. მათ შორის “ვილჰელმ ჰუსტოფი” და “გენერალი შტოიბენი”. ორივე ალექსანდრე მარინესკომ ჩაძირა. ვარაუდობენ ამ ოპერაციაში მონაწილე 163 გემის განადგურებას. დაიღუპა 40 ათასამდე ადამიანი. მათ შორის მეომრებიც და ლტოლვილებიც. 1945 წლის აპრილისთვის “გოიამ” 20 ათასამდე ადამიანის ევაკუირება მოახერხა.

16 აპრილს გემი იმყოფებოდა დანციგსკის ყურეში და მგზავრებით იტვირთებოდა. ამ დროს გამოჩნდა საბჭოთა ავიაცია. ერთ–ერთი ბომბი პირდაპირ გემბანზე დაეცა და გემის ცხვირი დააზიანა. ხალხი გემზე მოხვედრას მაინც ცდილობდა, რადგან ხმა დაირხა, რომ ეს ბოლო გემი იყო. გემზე 7 ათასამდე ადამიანი აღმოჩნდა, აქედან ზუსტად 2 ათასი სამხედრო იყო.

თავდაპირველად გემი პოლონეთის ქალაქ სვინოუისცეში უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ბორტზე ისედაც ბევრი ლტოლვილი იყო, ამიტომ პირდაპირ კოპენჰაგენში გამგზავრება გადაწყდა.

“გოიასთან” ერთად კიდევ მცირე ზომის ორი სატრანსპორტო გემი და ორი ნაღმოსანი ტრალი მიცურავდა. ყურედან გასასვლელში უკვე ერთი კვირის განმავლობაში პატრულირებდა საბჭოთა დიზელ–ელექტრონული ნაღმოსანი წყალქვეშა ნავი ას–3 “ფრუნზევეცი”. “გოიასთან” შეხვედრის მომენტისთვის უკვე დაბნელდა. ამიტომ წყალქვეშა ნავმა ზღვის ზედაპირზე ამოცურა და ყველაზე მსხვილ მიზანში ორი ტორპედო გაუშვა. ორივე მიზანს მოხვდა და შვიდ წუთში “გოია” ჩაიძირა.

მანამდე ის წყლით აივსო და ორად გაიხლიჩა. ბევრი ადამიანი უკვე ტორპედოების მოხვედრების დროს დაიღუპა. ამას გარდა სატვირთო გემზე არ აღმოჩნდა სამგზავრო გემებისთვის აუცილებელი ნაკვეთურების გამყოფები.

გადარჩა მხოლოდ 183 ადამიანი.

წყალქვეშა გემი ას–3 წყალქვეშ ჩაეშვა და დატოვა დანციგსკის ყურე. მის კაპიტანს ვლადიმერ კონოვალოვს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა, ხოლო შემდეგ კონტრ–ადმირალის წოდება მიიღო. თვითონ წყალქვეშა ნავი კი ხმარებიდან გამოვიდა 1971 წელს. წლების განმავლობაში ის ბალტიისპირეთში იყო, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის რუსეთში ჩამოიტანეს.

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*