8 საინტერესო ფაქტი გალილეო გალილეის შესახებ

იტალიელ ასტრონომს და ფიზიკოსს გალილეო გალილეის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწამდა, რომ სამყაროს ცენტრი არა დედამიწა, არამედ მზე იყო. კათოლიკური ეკლესია მას დევნიდა. შეიტყვეთ უფრო მეტი დიდი მეცნიერის შესახებ, რომელმაც გააუმჯობესა ტელესკოპი, რა სასჯელი მიიღო რომის ინკვიზიციისგან და როგორ მოხვდა მისი შუა თითი მუზეუმში.

1. ის გარიცხეს კოლეჯიდან

გალილეო დაიბადა იტალიის ქალაქ პიზაში. მისი მამა იყო თეორიტიკოსი და მუსიკოსი, რომელიც არფაზე უკრავდა. მიუხედავად იმისა, რომ გალილეოს მამა იყო წარჩინებული ოჯახიდან, ისინი მდიდრები არასოდეს ყოფილან. გალილეო ფლორენციის მახლობლად, მონასტერში სწავლობდა და სურდა გამხდარიყო ბერი. თუმცა მამამისი წინააღმდეგი იყო და საბოლოოდ გამოიყვანა კიდეც სკოლიდან. როდესაც გალილეო 16 წლის იყო, ჩააბარა პიზის უნივერსიტეტში და მამის თხოვნით შეისწავლა მედიცინა. მალევე ის დაინტერესდა მათემატიკით და მისი ყურადღება მთლიანად ამ თემას დაეთმო. გალილეომ მიატოვა სწავლა 1585 წელს. მან გააგრძელა მათემატიკის სწავლა დამოუკიდებლად და ფულს გამოიმუშავებდა კერძო გაკვეთილებით, სანამ 1589 წელს პიზის უნივერსიტეტში მათემატიკის ლექციების ჩატარებას არ დაიწყებდა.

2. მას არ გამოუგონია ტელესკოპი

ტელესკოპი გამოიგონა ჰოლანდიელმა გამომგონებელმა – ჰანს ლიპერშიმ, თუმცა გალილეო იყო პირველი, რომელმაც გამოიყენა ოპტიკური ინსტრუმენტი ცაზე დაკვირვებისთვის. ლიპერშიმ ტელესკოპი 1608 წელს დააპატენტა. 1609 წელს გალილეომ შეიტყო ამ მოწყობილობის შესახებ და მნიშვნელოვანწილად განავითარა ის. ამავე წლის შემოდგომაზე, მთვარეზე დაკვირვებების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მასზე კრატერებია და მისი ზედაპირი გლუვია.

გალილეომ მალევე გააკეთა სხვა დასკვნებიც. მან აღმოაჩინა იუპიტერის ოთხი უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრი და ის, რომ პლანეტები მზის გარშემო მოძრაობენ. გალილეოს ამ აღმოჩენებმა დიდი აღიარება მოუტანა და 1610 წელს მას მიანიჭეს დიდი მათემატიკოსის და ფილოსოფოსის სტატუსი.

3. მისი ქალიშვილი იყო მონაზონი

გალილSuor_maria_celesteეოს ჰყავდა სამი შვილი მარინა გამბასგან, რომელთანაც არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. მან თავისი ორი ქალიშვილი ვირჯინია (დაიბადა 1600 წელს) და ლივია ( დაიბადა 1601 წელს) 1613 წელს გაგზავნა მონასტერში ფლორენციასთან ახლოს, სადაც თავიანთი დარჩენილი ცხოვრება გაატარეს. გალილეოს ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა თავის უფროს ქალიშვილთან, რომელიც მონაზვნად აღკვეცის შემდეგ მარია კალესტეს სახელით არის ცნობილი. გალილეოს ასევე ჰყავდა ვაჟი ვინჩენცო, რომელიც 1606 წელს დაიბადა. ის სწავლობდა მედიცინას პიზის უნივერსიტეტში, ჰყავდა კარგი ოჯახი და სწავლის დასრულების შემდეგ ფლორენციაში დასახლდა.

4. რომის ინკვიზიციამ გალილეოს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

პოლონელი მეცნიერის, ნიკოლო კოპერნიკის თეორიის მიხედვით, სამყაროს ცენტრი მზე იყო და მის გარშემო ბრუნავდნენ პლანეტები. ამ თეორიას იზიარებდა გალილეოც. 1616 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ კოპერნიკის თეორია ერეტიკულად მიიჩნია, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა ბიბლიურ ვერსიას. გალილეომ ნებართვა მიიღო ეკლესიიდან, რომ გაეგრძელებინა კოპერნიკის იდეების კვლევა. 1630 წელს გალილეომ დაწერა ნაშრომი “დიალოგი მოქცევებისა და მიქცევების შესახებ”, სადაც სამი მოსაუბრის კამათში გადმოცემულია კოპერნიკისა და პტოლემეს სისტემები. ეს ნაშრომი 1632 წელს გამოქვეყნდა. ეს ნაშრომი კოპერნიკის იდების მხარდამჭერი იყო. შედეგად, შემდეგ წელს გალილეოს სასამართლოს წინაშე დგომა დაევალა. მას შემდეგ, რაც გალილეო დამნაშავედ სცნეს, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

5. მან თავის სიცოცხლის უკანასკნელი წლები შინაპატიმრობაში გაატარა

მიუხედავად იმისა, რომ მას მიესაჯა პატიმრობა გისოსებს მიღმა, მისი სასჯელი შეიცვალა შინაპატიმრობით. უკანასკნელ წლებში გალილეო ცხოვრობდა ქალაქ არჩეტრაში. მას აუკრზალეს წიგნების კითხვა და მეგობრებთან შეხვედრა. მიუხედავად ამისა, ის მაინც იღებდა სტუმრებს მთელი ევროპიდან, მათ შორის იყვნენ ფილოსოფოსი თომას ჰობსი და პოეტი ჯონ მილტონი. გარდა ამისა, მან შეძლო კონტრაბანდურად გარეთ გაეტანა თავისი ნაშრომი “საუბრები და მათემატიკური მტკიცებანი, რომელიც ეხება მეცნიერების ორ ახალ დარგს…” გალილეომ წიგნი გამოსცა 1638 წელს, ჰოლანდიაში. იმავე წელს გალილეო სრულიად დაბრმავდა. იგი გარდაიცვალა 1642 წლის 8 იანვარს 77 წლის ასკში.

6. მისი შუა თითი გამოფენილია მუზეუმშიGalileo_Finger

გარდაცვალების შემდეგ გალილეო დაკრძალეს ფლორენციაში, სანტა კროჩეს ეკლესიის სამრეკლოსთან. თითქმის საუკუნის შემდეგ, 1737 წელს აღსრულდა გალილეოს უკანასკნელი სურვილი – მისი ნაშთი გადმოასვენეს სანტა კროჩეს ბაზილიკაში და მიქელანჯელოს გვერდით დაკრძალეს. მისი ცხედრიდან ამოღებულ იქნა სამი თითი, ერთი მალა და კბილი. გალილეოს თითები და კბილი ინახებოდა ერთ–ერთ მის თაყვანისმცემელთან, ხოლო შემდეგ გადაეცა გალილეოს ნათესავებს. მისი ნაწილები დაიკარგა, თუმცა 2009 წელს გალილეოს თითები და კბილი აუქციონზე გამოჩნდა, რომელიც კერძო კოლექციონერის საკუთრებაში იყო. ექსპერტებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ ეს ნაწილები ნამდვილად მეცნიერს ეკუთვნოდა. გალილეოს მარჯვენა ხელის შუა თითი კი გამოფენილი იყო იტალიის სხვადასხვა მუზეუმებში 1800–იანი წლებიდან.

7. NASA–მ კოსმოსურ აპარატს დაარქვა მისი სახელი

1989 წელს NASA-მ და გერმანულმა ჯგუფმა გაუშვა კოსმოსური აპარატი გალილეოს სახელით. 1995 წელს კოსმოსურმა აპარატმა გალილეომ პირველმა შეისწავლა იუპიტერი და მისი თანამგზავრები ხანგრძლივი ვადით. მან მოიპოვა დიდი ინფორმაცია იუპიტერის მთვარეების – ევროპას, კალისტოს და განიმედეს შესახებ და ასევე იოზე ვულკანურ აქტივობებზე. ( გალილეომ ეს ოთხი უდიდესი თანამგზავრი 1610 წელს აღმოაჩინა). 2003 წელს მისია დასრულდა. კოსმოსური აპარატი განზრახ შეაჯახეს იუპიტერს, რათა ევროპას დაბინძურების რისკი აღმოეფხვრათ.

8. ვატიკანი არ აღიარებდა გალილეოს სიმართლეს 1992 წლამდე

1979 წელს, პაპი იოანე პავლე II გამოვიდა ინიციატივით, გამოეძიებინათ კათოლიკური ეკლესიის მიერ გალილეოს დაგმობა. 13 წლის შემდეგ და 359 წლის შემდეგ, რაც გალილეოს პრობლემები შეექმნა ინკვიზიციასთან, პაპმა ოფიციალურად დახურა გამოძიება და დააკისრა ფორმალური ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ დიდი შეცდომები იქნა დაშვებული სასამართლო პროცესზე.

history.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*