გლობალური დათბობა არ შენელებულა

ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი მტკიცებულებები ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, თითქოს ბოლო წლების განმავლობაში გლობალური დათბობა შენელებულია.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ლაბორატორია აცხადებს, რომ არასწორი მონაცემებით გლობალური დათბობის შენელება, მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა.

ოკეანოგრაფიული და ატმოსფერული ადმინისტრაციის (NOAA) მეცნიერები, განახლებულ დაკვირვებებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ტემპერატორა არ იკლებს.

გასული 15 წლის განმავლობაში გლობალური დათბობა პრაქტიკულად იდენტურია.

NOAA–ს პროფესორმა ტომას კარლმა, ახალი ანალიზის საფუძველზე განაცხადა: “ტემპერატურა კვლავ ინარჩუნებს მაღალ მაჩვენებელს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას”.

პროფესორმა, კლიმატოლოგმა ედ ჰოუკინსმა, უნივერსიტეტში ლექციაზე განაცხადა: “ეს ნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი გლობალური ტემპერატურის შენელება ნაკლებად გამოხატულია, ვიდრე ადრე”.

გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით არსებობს მრავალი ვერსია, მათ შორის ვულკანური და მზის აქტივობა, ასევე ოკეანის დინებები და სხვა.

ოკეანეზე დაკვირვების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, ახალი დასკვნა გაკეთდება უახლოეს მომავალში.

პროფესორმა პიტერ სკოტმა განაცხადა: “დღევანდელი მონაცემებით დათბობის ტენდენცია გაცილებით შენელებულია, ვიდრე გასული 15 წლის პერიოდში”.

“ეს ნაშრომი არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანის საქმიანობა იწვევს კლიმატის ცვლილებებს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უკეთესი დასკვნა კლიმატის მოკლევადიანი რყევების შესახებ”. – განაცხადა პროფესორმა პიერს ფორსტერმა.

მისივე თქმით, 1998 წლიდან 2012 წლამდე საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 0,5 C–ით გაიზარდა.

ეს შედარება საშუალოდ 1951 წლიდან 2012 წლამდე 0,12 C უდრის.

ახალი ანალიზით 2000 წლიდან 2014 წლამდე 0,116 C–ით იყო გაზრდილი, ხოლო 1950 წლიდან 1999 წლამდე 0,113 C-ით.

BBC–ის მიხედვით.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*