Chaunax endeavouri–ს შეუძლია სუნთქვა შეიკავოს 4 წუთით

სხივფარფლებიანთა ოჯახის წარმომადგენელი თევზი ჩაუნაქსი წყნარი და ატლანტის ოკეანეების ღრმა წყლებში ბინადრობს. მეცნიერებმა მხოლოდ ახლახანს შეძლეს მასზე დაკვირვება და უახლესი ტექნიკის საშუალებით გასაოცარი აღმოჩენა მოხდა. ალბათ, ჩაუნაქსი მისი მონათესავე თევზები, ერთადერთი სახეობაა, რომელსაც წყალქვეშ სუნტქვის შეკავება შეუძლია. დანარჩენი სხვა თევზები პირს წყალში წინ წევენ, ქაჩავენ წყალს ლაყუჩებში და ქაჩავენ ჟანგბადს. წყალს კი ისევ ლაყუჩებით გარეთ დევნიან. ასე სუნთქავენ ისინი. მაგრამ პირქუში თევზი ჩაუნაქსი აშკარად გამოირჩევა სხვებისგან.

მარიანის ღრმულში გადაღებული ვიდეოჩანაწერის შესწავლისას ოკეანეების და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სამმართველოს ბიოლოგებმა (NOAA) ჩაუნაქსს სუნთქვის ვერანაირი ნიშანი ვერ აღმოუჩინეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში – 26 წამიდან 4 წუთამდე. გაირკვა, რომ ამ თევზმა სუნთქვის თავისი მექანიზმი გამოიმუშავა: მისი სხეული, რომელსაც გაბერვა შეუძლია, წყლით ივსება. ამ წყლიდან ის ქაჩავს ჟანგბადს, სანამ ის არ გამოილევა. მხოლოდ ამის შემდეგ უშვებს წყალს უკან და ახალ მარაგს იღებს. ამასთან, მისი სხეულის მოცულობა 30%–ით იცვლება.

მეცნიერები ამ უნარს ენერგიის შენახვით ხსნიან: სუნთქვის შეკავებით თევზი აქტიურად არ ქაჩავს წყალს და ნაკლებ ძალ–ღონეს ხარჯავს. ამასთან, გაბერვის დროს ის საშიშად გამოიყურება და პოტენციურ მტაცებლებს აფრთხობს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*