Curiosity-იმ მარსის ახალი მომნუსხველი ფოტო გადაიღო

როვერმა წითელი პლანეტის შთამბეჭდავი ფოტო დედამიწაზე გამოგზავნა.

ფოტოგრაფია NASA-მ გამოაქვეყნა. Curiosity გეილის კრატერის შიგნით იმყოფება. ფოტოგრაფიის შორეულ ფონზე აღბეჭდილი ბორცვი კრატერის კიდეა. ფოტო როვერმა 1 ნოემბერს გადაიღო. მეორე კადრზე Curiosity-იმ უახლოესი გრუნტი გადაიღო.

ამ დროისთვის Curiosity კრატერის ფრონტონზე, ცენტრალურ ბიუტზე ადის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოდესღაც აქ წყალი იყო – გრუნტის ნიმუშები, რომელსაც Curiosity აიღებს, მეცნიერებს ამის ზუსტ დადგენაში დაეხმარება.

დღესდღეობით Curiosity მარსის სივრცეებს მარტო იკვლევს – წლის დასაწყისში როვერმა Opportunity-იმ თავისი მისია დაასრულა – მან ვეღარ დააგროვა მზის ენერგია და უხვი მტვრის ქარიშხლებს ვეღარ გაუმკლავდა.

87cd53edcee94a4287b923bc0b951be2.max-2000x1000

e3a9bab8794e4dd0a1938087890005ff.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*