Curiosity-მ მარსის ახალი პანორამა გვიჩვენა

როვერს უახლოეს 2 თვეში ბევრი სამუშაოს შესრულება მოუწევს.

მარსმავალმა Curiosity-მ ახალი დავალების შესრულება დაიწყო. ის მთა შარპის ფერდობზე 1,6 კმ-ის სიმაღლეზე უნდა ავიდეს და ამ უბანზე უძველესი მიკრობებისთვის აუცილებელი სასიცოცხლო პირობები უნდა მოიძიოს.

კრატერ ჰეილში მდებარე შარპის მთა დანალექი ფენებისგან შედგება. თითოეული ფენა იმ ისტორიის ნაწილებს მოიცავს, თუ, როგორ გადაიქცა მარსი დედამიწის მსგავსი პლანეტიდან -ტბებით, მდინარეებით და უფრო მკვრივი ატმოსფეროთი, უსიცოცხლო, გაყინულ უდაბნოდ, როგორიც ის დღეს არის.

როვერი ფერდობის იმ უბნამდე უნდა მივიდეს, რომელიც მდიდარია სულფატებით. ისინი წყლის აორთქლების პროცესში წარმოიქმნებიან. ეს კიდევ ერთი გასაღებია, თუ, როგორ იცვლებოდა პლანეტის კლიმატი 3 მილიარდი წლის განმავლობაში.

ამჟამად როვერსა და სულფატებით მდიდარ უბანს შორის დიდი, ქვიშიანი ზონაა. Curiosity-ის მისი შემოვლა მოუწევს. გზადაგზა ის რამდენჯერმე გაჩერდება ქანების ნიმუშების ასაღებად. ლანდშაფტიდან გამომდინარე, მარსმავლის სიჩქარე 25-100 მეტრი საათში იქნება.

ახალი ადგილმდებარეობისკენ მიმავალი როვერი უკან მოიტოვებს შარპის მთის თიხიან უბანს. მისი შესწავლა 2019 წელს მოხდა. მეცნიერებს ის წყლის გარემო აინტერესებთ, რომელმაც ეს თიხა წარმოქმნა.

როგორც თიხიანი, ისე სულფატებიანი უბანი გრინჰიუს ფრონტონის ცალკეული თავისებურებებია. რაღაც მომენტში ტბები, რომლებიც 154 კილომეტრის დიამეტრის ჰეილის კრატერს ავსებდნენ, გაქრნენ და ის დანალექები დატოვეს, რომლებიც დღეს ფიქსირდებიან. ფრონტონი მოგვიანებით გაჩნდა, მაგრამ უცნობია – ეს ქარის თუ წყლის ეროზიამ გამოიწვია. შემდგომ, ქარის მიერ მოტანილმა ქვიშამ მისი ზედაპირი დაფარა და დრონტონის პეიზაჟში ჩაეწერა.

თიხიანი უბანი ფრონტონის ჩრდილოეთ ნაწილშია. ციცაბო ფერდობის მიუხედავად, როვერის გუნდმა მარტში მასზე ასვლა გადაწყვიტა. როცა Curiosity-მ ზემოთ აიხედა, მეცნიერები ქვიშიან ფერდობზე ამობურცულმა ადგილებმა გააკვირვა. ასეთი წარმონაქმნების ფორმირებისთვის წყალია საჭირო.

ასეთი ამობურცული ადგილები ძალიან ნაცნობია. მსგავსი გეოლოგიური ტექსტურები, ჯერ კიდევ 2004 წელს აღმოაჩინეს. ასტრონომებმა მათ “მაყვალი” შეარქვეს. მაგრამ ახლახანს აღმოცენილი უბნები, თავისი შემადგენლობით, განსხვავდება Opportunity-ის მიერ 2004 წელს აღმოჩენილი უბნების შემადგენლობისგან.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წყალი კრატერში ტბების გაქრობის შემდეგაც კიდევ დიდხანს არსებობდა და შარპის მთამ თავისი დღევანდელი ფორმა მიიღო. ეს აღმოცენა იმ პერიოდს კიდევ უფრო ზრდის, როდესაც კრატერში სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები არსებობდა.

90d3118cb56a4ac3b09087873a302ec9.width-630

4a4306550be74d1cbec225fae8f3bfef.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*