Curiosity-მ მარსის ცაზე ღრუბლები დააფიქსირა

მომაჯადოებელი სანახაობა.

მოღრუბლული დღეები ძალიან დიდი იშვიათობაა მარსზე. აქ მშრალი და თხელი ატმოსფერო ღრუბლების წარმოქმნას ხელს არ უწყობს. ამის მიუხედავად, ისინი მაინც წარმოიშობიან – პლანეტის ეკვატორზე წლის ცივ დროს, როცა წითელი პლანეტა ყველაზე მეტად არის დაშორებული მზიდან.

ორი წლის წინ (ერთი მარსის წელიწადი) მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ღრუბლები იმაზე ადრე გაჩდნენ, ვიდრე ელოდებოდნენ. ეს იანვრის თვეში უნდა მომხდარიყო. ეს მოვლენა Curiosity-მ დააფიქსირა და გადაღებული კადრები NASA-მ მარტში გაასაჯაროვა.

ღრუბლები შეიცავენ ყინულის კრისტალებს, რომლებიც ჩამავალი მზის სხივებს ფანტავენ და ზოგიერთი მათგანი სადაფისფრად ციმციმებს.

მარსის ღრუბლების უმეტესობა 60 კილომეტრის სიმაღლეზე ჩერდებიან და ისინი წყლის ყინულისგან შედგებიან.

Curiosity-ის გამოსახულებების მიხედვით, ასტრონომები ადგენენ, რომელი ღრუბლები შედგებიან წყლის ყინულისგან და რომელი – მშრალი ყინულისგან.

ღრუბლების წვრილი ტალღისებური სტრუქტურის დანახვა Curiosity-ის შავ-თეთრი ნავიგაციური კამერებით არის შესაძლებელი. ფერად ფოტოებს კი Mastcam-ის კამერა იღებს.

ყინულის კრისტალები მზის ჩასვლის შემდეგ მბჟუტავ სინათლეს ირეკლავენ და ღრუბლებს აიძულებენ, გაანათონ ბნელი ცის ფონზე. ეს ბინდის ღრუბლები უფრო კაშკაშებენ, როცა მზე ჰორიზონტს ეფარება და ის ამ ღრუბლებს ქვემოდან ანათებს.

https://youtu.be/iQU_6tBsgwU

Leave a comment

Your email address will not be published.


*