Curiosity-ს საუკეთესო ფოტოგრაფია: მარსიანული მარტოობა

ხუთი წლის მუშაობის შემდეგ როვერი Curiosity წითელი პლანეტის შესწავლას განაგრძობს. წელიწადში რამდენჯერმე მეცნიერები ორბიტალურ ფოტოს აკეთებენ, რომ მოვლენების კურსში იყვნენ.

ფოტოზე ჩვენ მარსის ზედაპრს ვხედავთ. საერთო ფონზე მკრთალი ლურჯი წერტილი როვერი Curiosity–ია. მთელი მუშაობის მანძილზე ის ასე მარტო არასდროს გამოიყურებოდა.

ფოტო 2017 წლის 5 ივნისს არის გადაღებული ორბიტალური აპარატის Mars Reconnaissance Orbiter-ის კამერით. NASA–ს შეთანხმებით ის წელიწადში რამდენიმე ფოტოგრაფიას აკეთებს. ამ ფოტოზე Curiosity მიემართება მთისკენ, სადაც ჰემატიტის გროვა გაშიშვლდა.

კონტრასტულობა და მკვეთრი ფერები საჭიროა სხვადასხვა ზედაპირების გამოსავლენად. მეცნიერებისთვის საქმის გასაადვილებლად მარსის ზედაპირზე როვერი უფრო ლურჯი ჩანს, ვიდრე სინამდვილეში არის.

1c0569c773bf25c8b7176569ca091120

18da5dcbaaf9309da8cbd176c806e10f

5075ca243e9bb937d7f39d7b216ecd9c

Leave a comment

Your email address will not be published.


*