ESO-მ ცაში გაუშვა ლაზერული სხივი, რომელიც სატურნისკენ არის მიმართული

ჩილეში პარანალის ობსერვატორიაში გაუშვეს ადაპტური ოპტიკის მოწყობილობის 22 ვატიანი ლაზერი.

ფოტოზე ჩანს ნარინჯისფერი სხივი, რომელიც მიმართულია სატურნისკენ. ლაზერი შედის Very Large Telescope ტელესკოპების კომპლექსში, რომელსაც მართავს ევროპული სამხრეთის ობსერვატორია (ESO) და ასტრონომებს ეხმარება შორეული კოსმოსური ობიექტების უფრო მკვეთრი გამოსახულებების მიღებაში.

ლაზერი ძლიერი სხივით “ანთებს” ხელოვნურ ვარსკვლავს 80 კმ–ის სიმაღლეზე. იგი რეაქციაში შედის ნატრიუმთან ატმოსფეროში. მასთან დაკავშირებულია ტელესკოპ VLT-ის სარკეები, რომლებიც შესაძლო ატმოსფერულ გადახრებს ასწორებენ. ასეთი ლაზერი მომავალში ოთხი იქნება. (4 Laser Guide Star Facility).

3454c911794cd1ccc9c65df67a48c7b5

A Laser Beam Towards the Milky Way's Centre*

ef2d98343d9cf093ac1de65f018c2c91

მომზადებულია National geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*