NASA ვერ ხსნის ატმოსფერულ ანომალიას

NASA–ს სპეციალისტებმა პირველად 60 წლის მანძილზე დააფიქსირეს ეკვატორის თავზე უცნაური ჰაერის მასების გადაადგილება. ამ ფაქტს ახსნა ჯერ არ მოეძებნება.

დედამიწის ზედაპირიდან 10–დან 50 კილომეტრამდე სიმაღლეზე ჰაერის ნაკადი მუდმივად მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთით ან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ნაკადის მიმართულების ცვლილება ხდება 28 თვეში ერთხელ. სტრატოსფერული ქარი ჩვენი პლანეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: მასზეა დამოკიდებული ოზონის შრის სიმკვრივე. საჰაერო დინებაზე დაკვირვება 1953 წლიდან მიმდინარეობს.

ჰაერის ნაკადის მიმართულების მორიგი ცვლილება 2015 წლის ბოლოს მოხდა და 2017 წლის ბოლომდე ცვლილება არ უნდა მოხდეს. თუმცა, უკვე 2016 წლის ზაფხულში NASA-ს მეტროლოგიურმა ზონდებმა ახალი ციკლის დაწყება დააფიქსირეს. სექტემბერში კი ჰაერის ნაკადები შებრუნდნენ საპირისპირო მიმართულებით.

მოვლენას “უცნაური” უწოდეს: 60 წლის მანძილზე, რაც დაკვირვება მიმდინარეობს, ციკლი არასდროს დარღვეულა.

ამისი ახსნა არ არსებობს. ერთი ვერსიით, ამისი მიზეზი გლობალური დათბობაა. სხვა ვერსიით – ეს კლიმატური ფენომენის “ელ–ნინიოს” ბრალია, რომელიც რეკორდულად ძლიერია 2015–2016 წლებში.

ატმოსფეროში ჰაერის ნაკადების მოძრაობაზე დაკვირვება გრძელდება: მეცნიერებისთვის მთავარია იმის გარკვევა, რომ ეს ერთჯერადი “არევაა”, თუ შეიძლება ახალი ტენდენციის დაფიქსირება. ეს თავის მხრივ პლანეტაზე კლიმატის მკვეთრ ცვლილებაზე მიუთითებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*