NASA-მ დედამიწის მაგნიტოსფეროს გამოსაკვლევად ორბიტაზე თანამგზავრები გაუშვა

B_9GDPBUwAAVshl.jpg-large

2015 წლის 12 მარტს კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ, რაკეტა–მატარებელი Atlas V ბორტზე ოთხი თანამგზავრით წარმატებით გაუშვა. თანამგზავრების გაშვება შეადგენს დედამიწის მაგნიტოსფეროს სამეცნიერო კვლევის ორ წლიან პროგრამის ნაწილს.

ტანდემში მომუშავე თანამგზავრებმა პასუხი უნდა გასცეს მეცნიერების მრავალრიცხოვან შეკითხვებს მაგნიტური გადამოკლების შესახებ. იგი წარმოიშობა, როდესაც მაგნიტურ–ძალოვანი ხაზები წყდებიან და უერთდებიან ველის სხვა ახლომდებარე ხაზებს. ამის შედეგად ხდება ენერგიის დიდი ამოფრქვევა, რომელსაც ასევე “კოსმოსურ აფეთქებასაც” უწოდებენ. მსგავსი მოვლენა აღინიშნება მზეზე, ოღონდ გაცილებით დიდი მასშტაბით.B_822wsUsAADoEt.jpg-large

Magnetospheric Multiscale (MMS) მისია 1,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ოთხი იდენტური თანამგზავრი აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიური აპარატურით, რომელიც 100–ჯერ უფრო სწრაფად ახორციელებს გაზომვებს, ვიდრე მისი წინამორბედები. სპეციალისტები ამ მისიას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რადგან იგი მათ მისცემს საშუალებას, გაიგონ როგორ მუშაობს დედამიწის მაგნიტოსფერო.

ორბიტაზე გასვლის შემდეგ თანამგზავრები განლაგდებიან პირამიდის ფორმით ერთმანეთისგან 100–დან 400 კილომეტრამდე დაშორებით. პირველი ნახევარი წელი ისინი შეისწავლიან დედამიწის მაგნიტოსფეროს დღის ნაწილს, შემდეგი ნახევარი წელი – ღამის ნაწილს. მიღებული ინფორმაცია საშუალებას მისცემს მეცნიერებს, შეისწავლონ არა მარტო ჩვენი პლანეტა, არამედ მზე და შავი ხვრელებიც.

მომზადებულია hi-news.ru-ს მიხედვით

Leave a comment

Your email address will not be published.


*