NASA-მ ვენერაზე ორი ახალი მისიის შესახებ განაცხადა

ისინი ათწლეულის ბოლოს განხორციელდებიან.

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ვენერაზე ორი ახალი მისიის შესახებ განაცხადა, რომლებიც 2028-2030 წლების პერიოდში აიღებენ სტარტს.

2020 წლის თებერვალში NASA-მ ვენერაზე მისიის ოთხი კონცეფცია შეარჩია. საექსპერტო შეფასების შემდეგ, საბოლოოდ ორი მათგანი აირჩა: DAVINCI + (Deep Atmosphere Venus Investigation of Noble Gas, Chemistry, and Imaging) და VERITAS (Venus Emissibility, Radio Science, InSAR, Topography and Spectroscopy).

DAVINCI-ის ფარგლებში აპარატი ვენერას მკვრივ ატმოსფეროში ჩაეშვება მის შესასწავლად. ასეთი კვლევები 1978 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. მეცნიერები შეეცდებიან ვენერაზე სათბურის ეფექტის გამომწვევი მიზეზების შესწავლას.

დედამიწაზე გამოიგზავნება მაღალი გაფართოების გამოსახულებები, რომლებიც პლანეტის გეოლოგიური თავისებურებების გამოკვლევას შეუწყობენ ხელს.

თუმცა, ვენერას გეოლოგიის შესწავლას, ძირითადად, მისია VERITAS-ი შეუდგება. ასტრონომები პლანეტის დეტალური რუკის შედგენისთვის სპეციალურ რადარს გამოიყენებენ.

წინასწარი მონაცამებით, NASA-ს თითოეული მისია 500 მილიონი დოლარი დაუჯდება.

NASA-ს ბოლო ორბიტალური აპარატი ვენერაზე “მაგელანი” იყო, რომელიც მისიას 1990-1994 წლებში ასრულებდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*