NASA-მ მთვარის მზიან მხარეს წყალი აღმოაჩინა

ის თანამგზავრის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კრატერშია ჩამალული.

სტრატოსფერულმა ობსერვატორიამ (SOFIA) მთვარეზე წყლის მოლეკულების აღმოჩენა მოახერხა. ისინი კლავიას კრატერში იპოვეს. ეს მთვარის ხილული მხარის სამხრეთით მდებარე ყველაზე დიდი კრატერია.

კლავიას დიამეტრი 230 კილომეტრია, სიღრმე კი 4,9 კილომეტრს აღწევს. ის სიდიდით მესამეა მთვარის ხილული ნაწილის კრატერებს შორის. ის შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. კლავიას ასაკი 3,85-3,92 მილიარდი წელია.

აღმოჩენის შესახებ NASA-ს ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა გვაცნო. აღმოჩენა ობსერვატორია SOFIA-ს კვლევების შედეგად გაკეთდა. ის დამონტაჟებულია თვითმფრინავ Boeing 737-ზე. 13 კილომეტრის სიმაღლეზე ასვლის წყალობით მიღებული გამოსახულების ხარისხი კოსმოსური ობსერვატორიების ხარისხის დონეს უახლოვდება.

SOFIA-მ, პირველად ისტორიაში, დაადასტურა მთვარის მზიან მხარეს წყლის არსებობა. ობსერვატორიის ტელესკოპიდან მიღებული მონაცემების ანალიზის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ კლავიას კრატერში და მის სიახლოვეს გრუნტის 1 გრამი შეიცავს დაახლოებით 100-400 მიკრო გრამ წყლის მოლეკულებს.

სტრატოსფერული ობსერვატორია (SOFIA) სავარაუდოდ, მთვარის ზედაპირის 40 000 კვადრატული კილომეტრი წყლის ყინულით არის დაფარული. ის შესაძლოა სასმელად ან სარაკეტო საწვავის შესაქმნელად ვარგისი აღმოჩნდეს. თუმცა, ამის დაზუსტებით თქმა ჯერ ადრეა. დედამიწის ყველაზე გვალვიანი ადგილი უფრო ტენიანია, ვიდრე კლავიას კრატერი – საჰარას უდაბნოში 100-ჯერ მეტი წყალია, ვიდრე მთვარის კრატერის მიდამოებში.

39bd7e4f14014854b9f8322d086abf9c.max-2000x1000

aa4c9ee7529f4213bed31661fd5026e2.max-2000x1000

0e439698a4984a9a99d5d4df0c29d80d.max-2000x1000

b6f79455025c482ba74b0e974e8fcccb.max-2000x1000

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*