NASA–მ მიაგნო “ევროპის” ოკეანის ნაწილაკების მოპოვების საშუალებას

იუპიტერის მეექვსე თანამგზავრის ოკეანის ნაწილაკების მოსაპოვებლად, მის ზედაპირზე დაშვება სულაც არ არის აუცილებელი. სითხის სინჯების აღება შეუძლია აპარატს, რომელიც გაიფრენს მის ზედაპირთან გიგანტური გეიზერების ამოფრქვევის შემდეგ. ეს შესაძლებელია ამოფრქვევიდან რამდენიმე კვირის გავლის შემდეგ.

ევროპის ყინულის ქერქი ფარავს მარილიან ოკეანეს. მისი არსებობა 2012 წელს კოსმოსურმა ტელესკოპმა “ჰაბლმა” აღმოაჩინა. დაფიქსირდა უზარმაზარი გეიზერები, რომლების ამოფრქვევა კოსმოსიდანაც კი ჩანს. ამან ევროპა კვლევითი მისიის პირველ კანდიდატად აქცია: სადაც წყალია, იქ შეიძლება სიცოცხლეც იყოს. NASA-ს და ევროპის კოსმოსურ სააგენტოს აქვთ მისიები, რომლებიც ევროპას სიახლოვეს გაიფრენენ.

NASA-ს ლაბორატორიის სპეციალისტების გამოთვლებით საკმარისია თანამგზავრთან მხოლოდ ჩაიფრინოს აპარატმა: მას შეუძლია შეაგროვოს წყლის ორთქლის ნაწილაკები. მათი ანალიზით შესაძლებელია იმ სითხის შემადგენლობის შესწავლა, რომელიც ევროპას ყინულების ქვეშ არის.

ბოლო ამოფრქვევებიდან წლებია გასული, ამიტომ გარანტია არ არსებობს, რომ იგი განმეორდება აპარატის ვიზიტის დროს. თუმცა, როგორც გამოთვლები ადასტურებს, ეს საჭირო არც არის: სითხის ნაწილაკები ხანდახან დიდხანს ჩერდებიან ევროპას ატმოსფეროში. ამიტომ, საკმარისია, მხოლოდ ატმოსფეროს ზედა შრეებში გაფრენა.

ევროპას ყინულოვანი ქერქიდან უზარმაზარი წნევით გამოტყორცნილი წყლის ნაწილაკები, მათში არსებული სხვადასხვა ნივთიერებებთან ერთად, თანამგზავრის ატმოსფეროს ზედა ფენებში ხვდება. შემდეგ ისინი გრავიტაციის მოქმედებით უკან ცვივიან ევროპას ზედაპირზე. მაგრამ ხანდახან ისინი ორთქლდებიან, ან ადიან უფრო მაღლა იუპიტერის მაგნიტური ველის შედეგად დამუხტულ ნაწილაკებთან შეჯახების შემდეგ.

ამიტომ, ატმოსფეროს სინჯებმა ბევრი რამ შეიძლება ნათელი გახადონ ევროპას გრუნტის და ოკეანის შესახებ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*