NASA-მ მისია “ლუსი” წარმატებით გაუშვა. ის იუპიტერის ტროას ასტეროიდებს შეისწავლის

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მზის სისტემის ფორმირების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ.

16 სექტემბერს კანავერალის კონცხიდან მისია “ლუსიმ” სტარტი აიღო. ეს სახელი ადამიანის უძველესი წინაპრის ნამარხის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ეს, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ხომალდია, რომელიც მზიდან ასეთი დაშორებით გაემგზავრა. ის ყველაზე მეტ ასტეროიდს დააკვირდება, ვიდრე რომელიმე სხვა ზონდს გაუკეთებია აქამდე.

“ლუსი” ასევე სამჯერ შემოუფრენს დედამიწას გრავიტაციული მანევრების ფარგლებში. ის პირველი კოსმოსური ხომალდი გახდება, რომელიც ჩვენი პლანეტის შემოგარენში მზის სისტემის გარე ნაწილიდან დაბრუნდება.

პირველი ასტეროიდი, რომელსაც “ლუსი” მიაღწევს, დონალდ იოჰანსონი იქნება. სწორედ ამ ამერიკელმა პალეოანთროპოლოგმა აღმოაჩინა “ლუსის” ნამარხი.

ეს კოსმოსური ობიექტი ასტეროიდების მთავარ სარტყელში მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს. შეხვედრა 2025 წელს მოხდება.

2027-2033 წლების პერიოდში, მისია 7 ტროას ასტეროიდს შეხვდება. 5 მთავარ სარტყელსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, 2 გაზის გიგანტის უკანაა განლაგებული. მათგან ყველაზე დიდის დიამეტრი დაახლოებით 95 კილომეტრია.

“ლუსი” თავის სამიზნე ობიექტებს ზედაპირიდან 400 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება. აპარატი შეისწავლის ასტეროიდების გეოლოგიას, მასას, სიმკვრივეს და მოცულობას.

ტროას ასტეროიდების რაოდენობა 7000-მდეა. ეს შედარებით მომცრო ციური სხეულებია, რომლებიც მზის გარშემო იუპიტერის ორბიტის გასწვრივ მოძრაობენ. ასტრონომები თვლიან, რომ ეს ობიექტები იმ პირველყოფილი პლანეტათაშორისი მატერიის ნარჩენებია, რომლისგანაც მზის სისტემა ჩამოყალიბდა.

“ტროელები” ერთმანეთისგან საოცრად განსხვავდებიან, განსაკუთრებით ფერით. ზოგიერთი რუხია, ზოგიერთი – წითელი. განსხვავებები იმაზე მიუთითებენ, თუ მზისგან როგორი დაშორებით წარმოიქმნა თითოეული მათგანი, ვიდრე ისინი დღევანდელ ტრაექტორიაზე აღმოჩნდებოდნენ.

მისიამ ტროას ასტეროიდების წარმოქმნის ადგილებიც უნდა განსაზღვროს. თუ ისინი მზისგან სხვადასხვა დაშორებით სხვადასხვა ადგილებში წარმოიქმნენ, შემდეგ კი ახლანდელ ორბიტებზე აღმოჩდნენ, მაშინ ეს ფაქტი მზის სისტემის წარმოშობის თეორიასთან თანხვედრაში იქნება.

0285c46372d3434ab08aa30b599fe05c.width-630

https://www.youtube.com/watch?v=Oq5UNqtN1a8&t=2065s

https://www.youtube.com/watch?v=35ANRDXESqw

Leave a comment

Your email address will not be published.


*