NASA-მ საუკეთესო ფოტოები შეარჩია: ფოტოგალერეა

ასტრონავტების თვალით დანახული დედამიწის და კოსმოსის სილამაზე.

კოსმოსში პირველი ადამიანის გაფრენის შემდეგ, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კოსმოსში მოგზაურობაზე ოცნებობს. თუმცა, ასტრონავტებზე შექმნილი რომანტიზირებული წარმოდგენა რეალობისგან ძალიან შორს დგას. კოსმოსის დაპყრობა – ეს უმძიმესი შრომა, დატვირთვა და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა.

სანაცვლოდ ასტრონავტები უნიკალურ ცოდნას, გამოცდილებას და წარმოუდგენელ შთაბეჭდილებებს ღებულობენ. ამასთან, მათ ისეთი ფოტოების გადაღება შეუძლიათ, რომელსაც ვერცერთი სხვა ადამიანი ვერ შეძლებს.

NASA-მ შეაგროვა საუკეთესო ფოტოები, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტიდან ბოლო 20 წლის მანძილზეა გადაღებული. ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით – Tournament Earth – Astronaut Photography Edition.

კონკურსი NASA-ს საიტის საშუალებით ჩატარდა. დასკვნით ეტაპზე შერჩეული 32 ფოტოდან საუკეთესოდ აღიარეს ვანის ტბა თურქეთში. ფოტოს ავტორი, ასტრონავტი კეიტ რუბინსია. მან ფოტო 2016 წელს გადაიღო.

მეორე ადგილი დაიკავა ფოტომ, რომელიც ასტრონავტ დონ პეტიტის მიერ 2012 წელს შეიქმნა. ეს არის 72 სხვადასხვა ფოტოსგან შემდგარი კომპოზიცია, რომლებიც რამდენიმე წუთის მანძილზეა გადაღებული, როცა სკს კარიბის ზღვის, სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ ატლანტიკის ოკეანის თავზე მიფრინავდა. .

აქ წარმოდგენილია კონკურსის საფინალო 32 ფოტოდან რამოდენიმე.

1

2

3

5842bdf7ec144ac1a68b24f55cc61172.max-2000x1000

5

6

7

Leave a comment

Your email address will not be published.


*