NASA-მ ცხელი იუპიტერების ამინდის პროგნოზი გააკეთა

NASA-ს კოსმოსური ტელესკოპი “კეპლერი” ასტრონომებს ცხელი იუპიტერების ატმოსფერული მოვლენების მოდელირებაში დაეხმარა. ეს პირველი აღმოცენილი ეკზოპლანეტებია, რომლების ორბიტები მათ ვარსკვლავებთან ძალიან ახლოს მდებარეობს.

კომპიუტერული სიმულაციის დახმარებით მიღებული მონაცემების მიხედვით ასეთი პლანეტების ზედაპირზე ტემპერატურა 1300 გრადუსს უნდა აღწევდეს ცელსიუსით, ხოლო ცა ღამით ღრუბლებით უნდა იყოს დაფარული, დღისით კი მოწმენდილი.

ეს სამყაროები ძალიან შორს მდებარეობს იმისთვის, რომ ატმოსფერო და ღრუბლები კარგად გამოჩნდეს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ გამოიყურებიან ეს პლანეტები.

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Astrophysical Journal–ში.

ყველა ცხელი იუპიტერი სინქრონულად ბრუნავს თავის პლანეტებთან, ამიტომ მათკენ ყოველთვის ერთი და იგივე ზედაპირით არიან შებრუნებულები. განათებული ზედაპირი არის გავარვარებული, ხოლო ბნელ მხარეს გამეფებულია სიცივე.

pia21074_main

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*