NASA პლანეტა X–ის ძებნაში დახმარებას ითხოვს

ცოტა ხნის წინ ასტრონომებმა მზის სისტემაში პლუტონის ორბიტის იქით მასიური ტრანსნეპტუნური პლანეტის არსებობის ჰიპოთეზა წამოაყენეს. მისი არსებობა ჯერ ვერ მოხერხდა და NASA ყველა მსურველს ძებნაში მონაწილეობას სთავაზობს.

2016 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ბატიგინმა და ბრაუნმა გიგანტური პლანეტის არსებობის შესახებ განაცხადეს, რომელიც მზის სისტემის შიდა უბანში უცნაურ გაწელილ ორბიტაზე მოძრაობს. ნეპტუნის ზომის და დედამიწაზე 10–ჯერ მძიმე ობიექტს პირობითი სახელი “პლანეტა X” ან “პლანეტა 9” უწოდეს.

მზესთან უახლოესი მანძილი 200 ასტრონომიულ ერთეულს აღწევს. პლანეტა მზის ირგვლივ სრულ ბრუნს 10 000–20 000 წელს ანდომებს.12d27f10be01623c0c9fbeaab716c0b9

დასკვნები გაკეთებულია მათემატიკური გათვლების და კომპიუტერული მოდელირების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, ობიექტის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია. ერთადერთი რაც მოხერხდა არის ის, რომ მეცნიერებმა შეძლეს ძებნის მიდამოების შემცირება. მათ მზის სისტემის ორი რეგიონი გამორიცხეს.

ერთი წლის შემდეგაც პლანეტა ისევ ჰიპოთეზურად რჩება. NASA-მ ყველა მსურველს შესთავაზა, მიიღოს მონაწილეობა მის აღმოჩენაში.

ამისთვის ამოქმედდა პროექტი Backyard worlds: Planet 9. მის ყველა მონაწილეს მიეწოდება ტელესკოპ WTSE–ს მიერ მიღებული ჩანაწერები. მსურველების მიერ ჩატარებულ დაკვირვებებს ასტროფიზიკოსები დაამუშავებენ.

ეს პროექტი 15 თებერვალს ამუშავდა. ორ დღეში მონაწილეობის მსურველების სიამ 700–ს მიაღწია. მათ თითქმის 250 000 ობიექტი აღნიშნეს, რომლებიც უჩვეულოდ ეჩვენათ. “პროექტ  Backyard worlds: Planet 9–ის მეშვეობით შესაძლოა საუკუნის აღმოჩენა გაკეთდეს. არ არის გამორიცხული, რომ ასტროფიზიკაში კვალი არაპროფესიონალმა დატოვოს” – აღნიშნა ბერკლის უნივერსიტეტის სპეციალისტმა აარონ მეისნერმა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*