NASA-ს ზონდმა მზის “შემოტრიალებული” მაგნიტური ველი დააფიქსირა. ის მნათობს რეკორდულად ახლო მანძილზე მიუახლოვდა

ჩვენს მნათობზე მკვლევარების შეხედულებები საგრძნობლად შეიცვალა. 

2018 წლის აგვისტოში ზონდი NASA Parker Solar Probe მზეს რეკორდულად ახლო მანძილზე მიუახლოვდა – 24 მილიონ კილომეტრზე. ზონდმა მონაცემების უზარმაზარი რაოდენობა მოაგროვა. მათ დამუშავებას წელიწადზე მეტი დასჭირდა. მეცნიერებმა შედეგების თანდათან გამოქვეყნება დაიწყეს: პირველი სტატიები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. ეს ინფორმაცია ვარსკვლავების დაბადებაზე, განვითარებაზე და სიკვდილზე შეხედულებებს შეცვლის.

მთავარ აღმოჩენად მზის მაგნიტური ველის მომატებული ცვალებადობა იქცა. ზედაპირთან მიახლოებისას ეს ცვალებადობა მატულობს. ის ხასიათდება სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი ძალებით. ზედაპირთან მაგნიტური ველის მიმართულება შეიძლება უცბად 180°-ით შემოტრიალდეს – ის პირდაპირ მზისკენაც კი შეიძლება შებრუნდეს. ამ მოვლენას მეცნიერებმა switchbacks (ამერიკული მთები) უწოდეს. ამის მიზეზი მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მზის რადიაცია კოსმოსური მტვრის ნაწილაკებს აორთქლებს. ამგვარად, ის 5,6 მილიონი კილომეტრის მანძილზე თავის გარშემო ზონას ასუფთავებს.

კიდევ ერთი აღმოჩენა მზის ქარების სიჩქარე გახდა: ისინი 10-ჯერ უფრო სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე ვარაუდობდნენ. მისიის დროს ასევე გაირკვა, რომ ისინი მზის ირგვლივ ტრიალებენ და არა ვარსკვლავის ზედაპირიდან ვერტიკალურად.

Parker Solar Probe-მა უკვე შეასრულა 24-დან 3 სამეცნიერო ფრენა. მაქსიმალური მიახლოება 2024 წლის 24 დეკემბერს მოხდება – დაახლოებით 6 მილიონ კილომეტრზე. ამასთან, ზონდის სიჩქარე 700 000 კმ/სთ-ს მიაღწევს. ეს ადამიანის ხელით შექმნილ აპარატებს შორის რეკორდული სიჩქარე იქნება. მისიის დასრულება 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*