NASA-ს მეექვსე დიდმა ობსერვატორიამ მთავარი სარკე შეიძინა

ტელესკოპ ნენსი რომანს კოსმოსში 2020-იანი წლების შუა პერიოდში გაუშვებენ.

NASA-ს სპეციალისტებმა მომავალი კოსმოსური ტელესკოპ ნენსი რომანისთვის მთავარი, 2,4 მეტრიანი სარკის დამზადება დაასრულეს.

მთავარი სარკე – ეს ტელესკოპის გულია. ის სინათლის შეკრებაზეა პასუხისმგებელი, რომელიც შემდეგ სხვადასხვა ინსტრუმენტისგან არის მიმართული. რომანის მთავარი სარკე “ჰაბლის” სარკის ზომისაა, მაგრამ ის ტექნოლოგიური გაუმჯობესების წყალობით ბევრად მსუბუქია. თუ “ჰაბლის” სარკის მასა 816 კგ-ია, ეს მაჩვენებელი რომანისთვის – 186 კგ-ია.

რომანის ტელესკოპი აღჭურვილი იქნება მაღალკონტრასტული კორონოგრაფით და სპექტრომეტრებით, ასევე 288 მეგაპიქსელიანი კამერით, რომლის ხედვის არეალი “ჰაბლისაზე” 100-ჯერ მეტია.

ტელესკოპის სარკეები სხვადასხვა მასალით იფარება. ეს იმ სინათლის ტალღის სიგრძეზეა დამოკიდებული, რომელიც მან უნდა მიიღოს. “ჰაბლი” დამუშავებული იყო ულტრაიისფერი და ინფრაწითელი დიაპაზონის დაკვირვებისთვის. ამიტომ მისი სარკე დაფარულია ალუმინით და მაგნიუმის ფტორიდით.

რომანის სარკე დაფარულია 400 ნანომეტრის სისქის ვერცხლის ფენით – ის ადამიანის თმის ღერზე 200-ჯერ წმინდაა. ობსერვატორია ინფრაწითელ დიაპაზონში იმუშავებს.

ობსერვატორიის კორონოგრაფი ეკზოპლანეტების შესწავლის საშუალებას მოგვცემს. ის იმ პლანეტების დანახვას შეუწყობს ხელს, რომლებიც მილიარდჯერ სუსტები არიან თავიანთ ვარსკვლავებთან შედარებით. მსგავსი კორონოგრაფი “ჰაბლსაც” აქვს, მაგრამ ის გაცილებით სუსტია.

Wide Field Instrument – ეს მაგნიტური 300 მეგაპიქსელიანი კამერაა, რომელიც სამყაროში ბნელი მატერიის სტრუქტურისა და განაწილების რუკის შედგენას შესაძლებელს გახდის. ის ასევე იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ როგორ ვითარდებოდა სამყარო დროთა განმავლობაში.

ადრე NASA-მ ნენსი რომანის გალო-ორბიტაზე გაშვება 2025 წლისთვის დააანონსა. მაგრამ ჯერ ზუსტი თარიღი ამ დროისთვის არ დასახელებულა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*