OSIRIS-REx-მა ასტეროიდ ბენუს გრუნტის დაკარგვა დაიწყო

როგორც ჩანს, აპარატმა იმაზე მეტი მასალა მოაგროვა, ვიდრე საჭიროა.

NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა OSIRIS-REx-მა უკვე მოაგროვა ასტეროიდ ბენუს გრუნტის ნიმუშები. ისინი დედამიწაზე 2023 წელს უნდა ჩამოიტანოს. მეცნიერებმა მიიღეს გამოსახულებები, რომლებშიც ჩანს, რომ მიღებულმა მასალებმა შერჩევის წესი გაიარეს, მაგრამ, ამის შემდეგ პრობლემა წარმოიქმნა – OSIRIS-REx-მა იმდენი კოსმოსური ქვა მოაგროვა, რომ მისი “პირი” გაიხსნა და ნიმუშების ნაწილი კოსმოსში გამოიყარა.

NASA-ს მონაცემებით, კოსმოსურმა ხომალდმა გრუნტის საჭირო 60 გრამი კი არ მოაგროვა, არამედ გაცილებით მეტი.

OSIRIS-REx-ის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ნაწილაკები ნიმუშების სათავსოს თავსახურიდან გამოდიან და იპნევიან. თუმცა, მეცნიერები ამის გამო შეშფოთებულები არ არიან. უბრალოდ, მეცნიერებს უფრო სწრაფად მოუწევთ მუშაობა. უხვი ნიმუშები კი მომავალში მეცნიერებს ათეულობით წლები ეყოფათ კვლევისთვის. ეს ისტორიული მომენტი იქნება.

მასალის დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, მკვლევარების ჯგუფმა უარი თქვა დამუხრუჭების მეთოდით ნიმუშების მასის ზუსტ განსაზღვრაზე.

OSIRIS-REx, მასში მოთავსებული მასალების რაოდენობის მიუხედავად, გაივლის დედამიწისკენ დასაბრუნებელ გრძელ გზას. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ეს 2023 წელს მოხდება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*