OSIRIS-REx -მა ბენუს ასტეროიდის გამოსახულება უპრეცენდენტო დეტალიზაციით შეადგინა

გამოსახულების ზომა პიქსელზე 5 სმ-ს შეადგენს.

ბენუს ასტეროიდის ეს გლობალური რუკა გამოსახულებების მოზაიკას წარმოადგენს, რომელიც კოსმოსურმა აპარატმა OSIRIS-REx NASA-მ შეაგროვა 2019 წლის გაზაფხულზე. ჯამში 2155 გამოსახულება ერთად შეკრული.

OSIRIS-REx-მა ეს გამოსახულებები ასტეროიდისგან 3,1-5 კმ-ის დაშორების მანძილიდან შეაგროვა. საპლანეტაშორისო ავტომატური სადგური OSIRIS-REx ბენუს ასტეროიდიდან გრუნტის ნიმუშების ასაღებად შეიქმნა. პროგრამა 2016 წლის სექტემბერში გაუშვეს. 2018 წლის 31 დეკემბერს აპარატმა ასტეროიდს მიაღწია და წრიულ ორბიტაზე გავიდა. გრუნტის აღება 2020 წლის აგვისტოშია დაგეგმილი, დედამიწაზე კი აპარატი 2023 წლის სექტემბერში უნდა დაბრუნდეს.

ბენუ 500 მეტრიანი ასტეროიდია აპოლონების ჯგუფიდან. ის 2013 წელს აღმოაჩინეს და ძველეგვიპტური მითოლოგიური ფრინველის სახელი დაარქვეს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*