Perseverance-მა დედამიწაზე მარსის 360°-იანი პანორამა გამოგზავნა

როვერის მიერ გამოგზავნილი ფოტოების რაოდენობა 500-ზე მერია.

ეს მარსმავალ Perseverance-ის მიერ გადაღებული პირველი 360°-იანი პანორამაა. ის 142 გამოსახულებისგან შედგება, რომლებზეც ჯეზეროს კრატერი და უძველესი მდინარის დელტის ქარაფია გადაღებული.

Mastcam-Z – ეს ორკამერიანი სისტემაა, რომელსაც მასშტაბირების ფუნქცია გააჩნია. კამერებს შეუძლიათ გაადიდონ მასშტაბი, გაასწორონ ფოკუსი და მაღალი სიმკვეთრის ვიდეო გადაიღონ. ისინი ასევე იღებენ მარსის ზედაპირის ფერად და სამგანზომილებიან პანორამულ გამოსახულებებს.

კამერები მეცნიერებს ჯეზეროს კრატერის ატმოსფერული პირობების და გეოლოგიური ისტორიის შეფასებაში დაეხმარებიან. ისინი ასევე ხელს შეუწყობენ ქანებისა და დანალექების იდენტიფიცირებას. მათი დახმარებით, მარსმავალი შეარჩევს და შეაგროვებს საჭირო ქანების ნიმუშებს.

Perseverance-ის მარსზე მისიის მთავარი მიზანი ასტრობიოლოგიაა, რომელიც მარსზე უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნების პოვნას მოიცავს. მარსმავალი პლანეტის გეოლოგიას და წარსულის კლიმატს დაახასიათებს. ის წითელი პლანეტის შესწავლას შეუწყობს ხელს და იქნება პირველი მისია, რომელიც მარსის ქვებს და რეგოლიტებს შეაგროვებს.

როვერი მონაცემებს დამუშავებისთვის სისტემატურად აგზავნის დედამიწაზე. დღეისთვის NASA-ს საიტზე Perseverance-ის გალერეაში 5614 გამოსახულება ირიცხება.

79e0faacdfcd49fba42cafcf050a8d65.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*