Perseverance-მა მარსზე ყოფილი სიცოცხლის არსებობის კვალის ძებნა დაიწყო

მარსმავალი თავისი მისიის შემდეგი ეტაპის განხორციელებას შეუდგა.

NASA-ს მარსმავალმა Perseverance-მა დაიწყო თავისი მისიის სამეცნიერო ფაზა და დაჯდომის ადგილი დატოვა. ამ დრომდე როვერი სისტემურ გამოცდას გადიოდა, ასევე მინი ვერტმფრენის, Ingenuity Mars Helicopter-ის თვიურ საცდელ ფრენებს უწყობდა ხელს.

მისიის შემდგომი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 14 კვირას მოიცავს, Perseverance-ი შეისწავლის ეზეროს კრატერის მიმდებარედ გეოლოგიას და წინასწარ შერჩეული 4 უბნიდან აღებული ნიმუშების გადარჩევას განახორციელებს.

მარსმავალის მთავარ ამოცანად, წითელ პლანეტაზე უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენა რჩება. ამ მიზნისთვის ეზეროს კრატერი შემთხვევით არ შეურჩევიათ – 3,8 მილიარდი წლის წინ ეს ტერიტორია წყლის ქვეშ იყო მოქცეული, დაახლოებით, 100 მეტრის სიღრმეზე. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს დელტა მდიდარია მინერალებით, რომლებსაც უნარი აქვთ გაქვავებული სიცოცხლის ნიშნები შემოინახონ.

თუ მარსზე ოდესმე სიცოცხლე არსებობდა, მაშინ ეს დელტა ამისთვის იდეალური ადგილი იქნებოდა – აღნიშნავენ NASA-ში.

რამდენიმე თვის შემდეგ, როცა მისიის ეს ფაზა დასრულდება, მარსმავალი თავისი დაჯდომის ადგილს დაუბრუნდება. ამ დროისთვის როვერი 2,5-5 კილომეტრს გაივლის და თავისი 43 კონტეინერიდან 8-ს სინჯებისთვის აღებული ნიმუშებით შეავსებს.

ამ დროისთვის კი NASA-მ 992 ფოტოსგან შემდგარი 360°-იანი პანორამა შექმნა. ფოტოები 15-დან 26 აპრილამდე პერიოდშია გადაღებული.

d4afe61e6b7545ba8b5430f165771f03.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*