SpaceX-მა თანამგზავრებისთვის BlaBlaCar-ი გაგზავნა

ფასები 1 000 000$-დან იწყება. 

ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსებული SpaceX-ის მომსახურეობა, პირველ რიგში იმ კომპანიებისთვისაა, რომლებსაც დედამიწის ორბიტაზე პატარა თანამგზავრების გაყვანა სურს.

სერვისი ორბიტაზე ტვირთების გაგზავნას უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ამით შეიძლება მცირე ბიუჯეტიანმა ორგანიზაციებმა ისარგებლონ, რომლებსაც მთელი რაკეტის დაჯავშნა არ შეუძლიათ – ასეთი გაშვება 60 000 000 დოლარზე მეტი ღირს.

SpaceX-ის მომსახურეობის ფასები 1 000 000 დოლარიდან იწყება. ამ თანხით კომპანიებს მზის-სინქრონულ ორბიტაზე 200 კილოგრამი ტვირთის გაგზავნა შეეძლება. თითოეული კილოგრამი დამატებით 5 000$ დაჯდება.

მომხმარებელს ორბიტის არჩევა სურვილის მიხედვით შეეძლება: მზის-სინქრონულის გარდა, ხელმისაწვდომი იქნება დედამიწის მახლობელი და გეოგარდამავალი ორბიტები.

განაცხადის შევსების დროს აუცილებელია პორტის ტიპის, თვირთის ხასიათის, გაშვების ფანჯრის, დაზღვევის და სხვა ოფციების მითითება.

მზის-სინქრონულ ორბიტაზე გაშვება 4 თვეში ერთხელ მოხდება. ჯავშნის დაზუსტებისთვის საჭიროა ავანსად 5 000 დოლარის გადახდა.

პირველი გაფრენა 2020 წლის ივნისშია დაგეგმილი. გაშვება კანავერალის კონცხიდან და ფლორიდაში კენედის კოსმოსური ცენტრის ტერიტორიიდან მოხდება. ასევე იმოქმედებს ვანდენბერგის ბაზა კალიფორნიაში. გამოყენებული იქნება რაკეტა-მატარებელი Falcon 9.

Leave a comment

Your email address will not be published.


*