Ultima Thule–ის პირველი რუკა

“ახალი ჰორიზონტების” მუშაობის უახლესი შედეგები

შედგენილია Ultima Thule–ის პირველი გეოლოგიური რუკა. ეს არის კოიპერის სარტყელის ასტეროიდი, რომელთან მიახლოება 2019 წლის იანვარში შეძლო ზონდმა New Horizons–მა.

რუკაზე დატანილია ობიექტის სექციების ნაწილები, რომელთა გამყოფი საზღვრები ახლაც კარგად ჩანს. ითვლება, რომ Ultima Thule–ის სექციები სხვადასხვა, უფრო მომცრო ზომის ქვებისგან წარმოიქმნენ.

ამ პატარა და საშუალო ზომის ქვებმა მბრუნავი დისკის ფორმირება გამოიწვიეს, რამაც თავის მხრივ სისტემის ერთ–ერთი სექცია წარმოქმნა. შემდგომში მეცნიერები სიმულაციების აგებას გეგმავენ, რომლებიც Ultima Thule–ის უჩვეულო ბრტყელი ფორმის არსებობას ახსნიან.

ზონდი New Horizons 2006 წელს გაუშვეს. მან Ultima Thule–ის შესწავლამდე მზის სისტემის ჯუჯა პლანეტა პლუტონი გამოიკვლია. ასტეროიდის სიახლოვეს მოპოვებული მონაცემების გადმოგზავნას დედამიწაზე აპარატი დაახლოებით 20 თვის განმავლობაში გააგრძელებს.

813068711ee03281056d41076e39ba49

Leave a comment

Your email address will not be published.


*