VII საუკუნის ბელადის ნიღაბს ნაოჭებიც კი ეტყობა

მექსიკაში, გვატემალის საზღვართან ახლოს, მაიას ტომის მმართველის, პაკალ დიდის ნიღაბს მიაგნეს. ნიღაბთან ერთად, მეცნიერებმა იპოვეს რიტუალური საგნები, მათ შორის კერამიკული ნივთები, ძვლები, ხვლიკის, კუსა და კიბოს ნაშთები. ცენტრალური ამერიკის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ბელადის ნიღაბი მაიას ცივილიზაციის ერთ–ერთი უძველესი ქალაქის, პალენკეს ნანგრევებში მიმდინარე გათხრების დროს იპოვეს. იგი უნიკალურია იმით, რომ მასზე ხანშესული ბელადის სახეა გამოსახული და კარგად ჩანს ნაოჭები ლოყებზე თუ ტუჩების ირგვლივ.

მექსიკის არქეოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერთა ცნობით, მაიას ტომის ყველაზე ცნობილი მმართველი, 615–683 წლებში ზეობდა. იგი ტომს სათავეში 12 წლის ასაკში ჩაუდგა და მრავალწლიანი მმართველობის პერიოდში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ცენტრალურამერიკული ცივილიზაციის ისტორიაში.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*