არქივებში აღმოაჩინეს ბაირონის ჩეკი, რომელმაც საბერძნეთი გადაარჩინა

პოეტი გულუხვად აფინანსებდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ქვეყნის გამათავისუფლებელ ბრძოლას.

ლეგენდარულმა ინგლისელმა პოეტმა ჯორჯ ბაირონმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი თვეები საბერძნეთში გაატარა. მან საკუთარი ხარჯებით შეიძინა გემი, იარაღი და აღჭურვილობა, შეაიარაღა მეომრები და საბერძნეთის გამათავისუფლებელი მოძრაობის მხარდასაჭერად გაეშურა. საბერძნეთში მან 100 დღე გაატარა: ჩასვლისთანავე ის ციებცხელებით დაავადდა და 1824 წლის 19 აპრილს 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთელი ამ დროის მანძილზე ის რევოლუციონერებს უჭერდა მხარს და მისი წვლილი ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვნად არის შეფასებული.

ცოტა ხნის წინ სსახელმწიფო არქივებში ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს ბანკნოტი, რომელიც პოეტის გულუხვობის საბუთია. ჩეკი 4000 ფუნტზეა გამოწერილი. ეს დღეისთვის, დაახლოებით, 332 000 ფუნტი სტერლინგია. თანხა დროებითი მთავრობის წევრის ჯოვანი ორლანდოს სახელზეა გამოწერილი და განკუთვნილი იყო განსაკუთრებული საჭიროებისთვის, კერძოდ, ფლოტის დაფინანსებისთვის.

ჩეკზე პოეტმა ორმაგი გვარით მოაწერა ხელი: ნოელ-ბაირონი. ამ გვარს ის 1822 წლიდან ატარებდა, როდესაც სიდედრის მემკვიდრეობა მიიღო. ჩეკი მალტაზეა განაღდებული და მიღებულია ესპანური ვერცხლის დოლარების სახით და ეს თანხა თვითონ პოეტმა ჩაიტანა მესოლონგიონში. სამხედრო ხომალდები დაფინანსებული იქნა და 14 გემისგან შემდგარი ესკადრა მაშინვე ზღვაში გავიდა. ბაირონის მიერ გაღებულ სახსრებს “გადამწყვეტი” ეფექტი ჰქონდა, საბერძნეთის არჩეული მთავრობის სასარგებლოდ.

თვითონ ბაირონმა სივდილის წინ დაიფიცა, რომ საბერძნეთის დაცემის შემთხვევაში ის “თავს ნანგრევებში დაიმარხავდა”. ეს ასე არ მოხდა: მისი დაბალზამირებული სხეული უკან, ინგლისში გაგზავნეს გემით, რომელზეც, ბედის ირონიით, კრედიტის პირველი შენატანი იქნა გადახდილი.

0dea20608f2e4e348363d333eda35126.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*