იუპიტერის და განიმედეს კრატერის უჩვეულო იერი: “იუნონას” ფოტო

მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა ასეთი ჯერ არ გვინახავს.

NASA-ს ზონდმა “იუნონამ” დედამიწაზე უზარმაზარი განიმედეს კრატერის გამოსახულება და ნახევარმთვარის ფორმის იუპიტერის ფოტო გამოგზავნა. ფოტოები გადაღებულია გაზის გიგანტის რადიაციით გაჯერებული გარემოდან. იუპიტერის გამოსახულება ასტრონომმა კევინ ჰილმა დაამუშავა. მონაცემები “იუნონამ” 12 იანვარს აიღო, როდესაც ის იუპიტერის ახლოს 39-ჯერ მიუახლოვდა.

NASA-ში აღნიშნავენ, რომ იუპიტერის ასეთი რაკურსით გადაღება დედამიწიდან შეუძლებელია, რადგან იუპიტერს ჩვენ მხოლოდ მზის სინათლით სრული განათების დროს ვხედავთ.

განიმედეს გამოსახულება 2021 წლის ივნისში იქნა მიღებული, როცა “იუნონამ”, სულ რაღაც, 1046 კილომეტრის მანძილზე ჩაუფრინა იუპიტერის თანამგზავრს. გამოსახულებაზე ნაჩვენებია კრატერი კიტუ, რომლის დიამეტრი 15 კილომეტრს აღწევს.

განიმედეს კრატერების უმეტესობას მკვეთრი “სხივები” აქვთ, რომლებიც ცენტრიდან გამოდიან. კრატერების, დაახლოებით, 1% ბნელი სხივებით არის გარშემორტყმული. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასეთი “სხივები” ასტეროიდის დაცემით გამოწვეული დაბინძურებით წარმოიქმნებიან. დროთა განმავლობაში ასეთი სხივები რჩებიან ბნელად, რადგან ისინი გარემოსთან შედარებით უფრო მაღალი ტემპერატურისაა. ამის შედეგად, ყინული გამოიდევნება და კონდენსირდება უახლოეს, უფრო გრილ და ნათელ ტერიტორიაზე. “იუნონას” მხოლოდ 14 საათი და 50 წუთი სჭირდება იუპიტერსა და განიმედეს შორის არსებული 1,18 მილიარდი კილომეტრის დასაფარად.

ავტომატური პლანეტათაშორისი სადგური “იუნონა” 2011 წლის 5 აგვისტოს იუპიტერისა და მისი თანამგზავრების შესასწავლად გაუშვეს. აპარატი გაზის გიგანტის პოლარულ ორბიტაზე 2016 წლის 5 ივლისს გავიდა.

კრატერი კიტუ განიმედეზე

Leave a comment

Your email address will not be published.


*